ACDC

AC/DC-ის კონცერტებისთვის ბილეთების გაყიდვა 17 დეკემბრიდან დაიწყება

ჯგუფმა AC/DC უკვე ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ტურნეს შესახებ. კონცერტები 2015 წლის ივნის-ივლისში გაიმართება. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი საკუთარ რიგით მეჩვიდმეტე ალბომს Rock or Bust-ს წარადგენს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა კონცერტებში მონაწილეობას დრამერი ფილ რადი, რომელსაც სამართალდამცავებთან პრობლემები აქვს.

შოუების განრიგი ასეთია:

  • 28 ივნისი – გლაზგოში, ჰამპდენის პარკში;
  • 1 ივლისი – დუბლინი, ავივას სტადიონი;
  • 4 ივლისი – ლონდონი, უემბლის სტადიონი.

ბილეთების გაყიდვა 17 დეკემბრიდან დაიწყება.

rock or bust

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours