ACDC

AC/DC-ის დამაარსებელს გონებასუსტობა დაუდგინეს

გაზეთ The Sydney Morning Herald-ის ცნობით, AC/DC-ის გიტარისტსა და ერთ-ერთ დამაარსებელს მალკოლმ იანგს გონებასუსტობა დაუდგინეს. როგორც ოჯახი იუწყება, “როცა მასთან ერთ ოთახში მყოფი რამდენიმე წუთით ოთახიდან გახვალთ, უკან დაბრუნებულს ვეღარ გცნობთ. მან საერთოდ დაკარგა მეხსიერება. ამჯერად მას მისი მეუღლე ლინდა უვლის”.

ჯგუფის ყოფილი მენეჯერი Michael Browning-ი ინტერვიუში აცხადებს:  “მე დამრჩა მეგობრები, რომლებიც მასთან ახლოს არიან, ასე რომ გარკვეული ინფორმაცია მაქვს მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს დიაგნოზი ძალიან მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო ყველასათვის. ეს საშინელებაა და სამწუხაროა ჯგუფისთვის, რომელმაც დაკარგა მთავარი შემოქმედი. ის ნამდვილი გენიოსი იყო”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours