433503

AC/DC-ის ახალი ალბომი მალკოლმ იანგის გარეშე

ჯგუფმა AC/DC საზოგადოებას ორი სიახლის შესახებ ამცნო. კარგი სიახლე ისაა, რომ სულ მალე ჯგუფის ახალი ალბომი Rock or Bust გამოვა. ცუდი სიახლე კი ისაა, რომ ეს იქნება ჯგუფის ისტორიაში პირველი ალბომი ლეგენდარული გიტარისტის, მალკოლმ იანგის გარეშე. როგორც გაირკვა, მალკოლმმა პენსიაში გასვლა ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა.

acdc

როგორც ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, Rock or Bust 2 დეკემბერს გამოვა გაყიდვაში. მასში 11 ახალი სიმღერა იქნება შესული, რომლებიც გაზაფხულზე ვანქუვერში ჩაწერეს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მალკოლმი მისმა დისშვილმა, სტივმა ჩაანაცვლა. სწორედ ის გაუწევს აკომპანირებას ჯგუფს 2015 წელს მსოფლიო ტურნეზეც.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours