Angus-Young-and-Phil-Rudd-630x420

AC/DC ფილ რადს შეელევა

ლეგენდარული ავსტრალიური ჯგუფის AC/DC_ის გიტარისტი ანგუს იანგი აცხადებს, რომ დრამერი ფილ რადი ჯგუფის დატოვებასთან ახლოსაა.

როგორც იცით, ფილ რადს ბრალი ედება ორი ადამიანის მკვლელობის შეკვეთაში, მას დანაშაული ვერ დაუმტკიცდა, თუმცა გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

“ჩვენ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ ჩავარდნილი. ისეთ ადგილას, სადაც წინსვლა არ შეგვიძლია. გამოიჩენს ბიჭი თავს? შეგვიძლია ვენდოთ და დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ მის საქმეს კარგად გააკეთებს? ჩვენ ყოველთვის სტაბილურები და სანდონი ვიყავით”

 

“ფილმა თავად ჩაიგდო თავი ასეთ მდგომარეობაში. რთულია ისაუბრო მის შესახებ. ის შესანიშნავი დრამერია და უამრავი რამ აქვს გაკეთებული ჩვენთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, მან თავი დაკარგა. ის არ არის ფილი, რომელსაც წარსულში ვიცნობდით. ჩვენ ვერ დაველოდებით მას.” – განაცხადა ანგუს იანგმა.

შეგახსენებთ, რომ ფილ რადმა ამ ზაფხულს თავისი პირველი სოლო ალბომი გამოუშვა სახელწოდებით “Head Job”. დატოვებს თუ არა დრამერი ჯგუფს, თვის ბოლომდე გაირკვევა, თუმცა ყველაფერი ისედაც ნათელია.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours