548AFA2F-ac-dc-announce-first-dates-for-2015-european-tour-behind-the-scenes-footage-from-rock-or-bust-video-streaming-image

AC/DC ევროპულ ტურნეს აწყობს (25.06.15-ვარშავა)

ლეგენდარული ავსტრალიური ჯგუფი AC/DC ევროპის გარშემო დიდი მასშტაბის ტურნეს აწყობს.

ევროპული ტურნე 2015 წლის 5 მაისს დაიწყება ჰოლანდიის ქალაქ არნემში და 25 ივლისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულდება ნაციონალურ სტადიონზე გამართული კონცერტით.

ტურნე სულ 23 ქალაქს მოიცავს. 23_დან 8 ქალაქი კი გერმანიაში მდებარეობს. როგორც ჩანს, ავსტრალიელებმა გერმანელი მსმენელი განსაკუთრებით დააფასეს.

ჯგუფის ქართველი თაყვანისმცემლის სასიხარულოდ უნდა აღვნიშნოთ 25 ივლისს ვარშავის ნაციონალურ სტადიონზე გამართული კონცერტი. როგორც მოგეხსენებათ, თბილისიდან ვარშავაში წასვლა განსაკუთრებით დიდ ფინანსებს არ მოითხოვს და ქართველები ხშირად დადიან იქ გამართულ ამა თუ იმ კონცერტზე. მსოფლიო ტურნეს სხვა ქალაქების სია და თარიღი მალე გამოქვეყნდება.

გააზიარე პოსტი

1 comment

Add yours

დატოვეთ კომენტარი