ACDC

AC/DC – ახალი კლიპი კრის სლეიდთან

ლეგენდარული ავსტრალიური როკ-ჯგუფი AC/DC ახალ მუსიკალურ ვიდეოს გვთავაზობს სიმღერაზე “ROCK THE BLUES AWAY”.

სიმღერა შესულია ახალ ალბომში Rock or Bust და რიგით მესამე სინგლი და მუსიკალური ვიდეოა აღნიშნული ალბომიდან, რომელიც უკვე გამოჩნდა წამყვან მუსიკალურ ტელეარხებზე.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯგუფის დრამერად ამ კლიპში გვევლინება კრის სლეიდი, რომელიც ჯგუფის ტურნეშიც მიიღებს მონაწილეობას.

მუსიკალური ვიდეო 10 თებერვალს არის გადაღებული. ის დევიდ მალეტმა გადაიღო, რომელიც ჯგუფთან ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობს. გთავაზობთ ვიდეოს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours