varg&abbath

“აბათი” ვარგ ვიკერნესის შესახებ

გთავაზობთ ცნობილი ბლექ-მეტალ ჯგუფის immortal_ის ლიდერის-აბათის ინტერვიუს, სადაც მან ჯგუფ burzum_ის ლიდერზე – ვარგ ვიკერნესზე ისაუბრა.

– სანამ თქვენ Immortal_ის წევრი გახდებოდით, უკრავდით ბენდში, რომელსაც ერქვა Old Funeral. ვარგ ვიკერნესიც ამ ჯგუფის წევრი იყო. რა გახსოვთ მის შესახებ ?

 

კარგი… ვარგი ანუ კრისტიანი, ჩვენ მას ასე ვინცნობთ. სანამ ის სახელს შეიცვლიდა, კარგი ბიჭი იყო. ჩვენ არასდროს გვქონია პრობლემები მასთან. ის ჯგუფში მე მოვიწვიე, ცოტა ხნის შემდეგ კი Old Funeral დავტოვე, თუმცა ის არ იყო ჯგუფის დატოვების მიზეზი, ჯგუფის დატოვების მიზეზი სხვა ორი ბიჭი იყო, რომელთაც მენტალურად განსხვავებული მიმართულება ჰქონდათ, შემდეგ მე ვიპოვე დემონაზი და რაც მოხდა, იცით.

 

მას შემდეგ, მე და დემონაზი ძმები ვართ. ჩვენ სულიერი ძმები ვართ. ვარგს ჩვენთან უნდოდა, მაგრამ იმ დროისთვის სხვა არ გვჭირდებოდა, თუმცა მის კანდიდატურას განვიხილავდით. შემდეგ ის შემთხვევა მოხდა და ვარგი დაიჭირეს, ახლა ის თავისუფალია და მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. იმედი მაქვს მას კარგი ცხოვრება ექნება თავის ოჯახთან ერთად და გამოიყენებს ამ ცხოვრებას. ხვდებით რა ვიგულისხმე ? ის ვიგულისხმე, რომ ის ციხეში ძალიან, ძალიან დიდ ხანს იჯდა, 16,1 7 თუ რამდენი ?

 

– 17

 

დიახ, რა თქმა უნდა, ასეც ვფიქრობდი. მას ბევრ რამეზე იგივე შეხედულება ექნება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მას ციხეში დაბრუნება უნდოდეს. მას ჰყავს ოჯახი ლამაზი ბავშვებით. ის ამ დროს კარგად გამოიყენებს და თავისთვის სწორ გზაზე ივლის.

 

რაც მოხდა, ნამდვილად დიდი ტრაგედია იყო. ევრონიმუსი ასევე კარგი ბიჭი იყო, ჩვენ მასაც კარგად ვიცნობდით და ხშირად ვეკონტაქტებოდით. ჩვენ მის პროექტებში არ ჩავრთულვართ და არც ის ჩართულა ჩვენს პროექტებში, მაგრამ ერთმანეთის მიმართ კეთილად ვიყავით განწყობილი და პატივს ვცემდით. ხან ის ჩამოდიოდა ჩვენთან, ხან ჩვენ ჩავდიოდით მასთან (ოსლოში). ვარგი მასთან მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული და რაც მოხდა, უბრალოდ ძალიან დიდი ტრაგედიაა, ძალიან დიდი. მე ამაზე ახლაც ვწუხვარ.

 

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა და ბევრი ადამიანიც მოკლეს ან მოკვდა. ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, მაგალითად ერიკი, ჩვენი ძველი დრამერი (გარდაიცვალა 1999 წელს სუიციდით, შეგნებულად მიიღო წამლის ზედმეტი დოზა). ჩვენ მისი სიკვდილის შემდეგ ვერ განვვითარდით, მას დეპრესია ჰქონდა და წამლებს იღებდა. მისი სიკვდილი ერთი წლის მერე იყო, მაგრამ მე ვიგულისხმე ის, რომ ბევრი ადამიანი კვდება ცუდი მიზეზებით. ჩვენ ერიკის სიკვდილმა განვითარებაში შეგვიშალა ხელი, რაც შეეხება MAYHEM_ს…რომ არა ტრაგედია, ჯგუფი ახლა საუკეთესო იქნებოდა მთელს პლანეტაზე. რაც შეეხება ევრონიმუსს, მას უნდოდა ყველაფერი თავად გაეკეთებინა, თუმცა მოგვიანებით ის Burzum_ის პროექტებში ჩაერთო. ჩვენ მაშინაც ბერგენში ვიყავით (ქალაქი ნორვეგიის დასავლეთით) და რა ხდებოდა არ გვინახავს.

 

მოკლედ, როცა ვთქვი ვარგი არავის შეაწუხებს-მეთქი, ისიც ვიგულისხმე, რომ მას ისიც არ უნდა, რომ ვინმემ შეაწუხოს, ხვდებით რა ვიგულისხმე ?

 

– მინდა შეგაქოთ, იმისათვის რომ ყველაფრის შესახებ გულწრფელად ისაუბრეთ.

 

კარგი, უბრალოდ მე ვარგის შესახებ ხშირად არ ვსაუბრობ და არც სხვა რამეზე, რაზეც ახლა ვისაუბრე. გთხოვთ, დაწერისას ყურადღებით იყავით.

 

OLD FUNERAL DEMO.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours