danny-devito-09

70 წლის დენი დე ვიტოს საუკეთესო როლები

იტალიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, კომიკოსი და პროდიუსერი დენი დე ვიტო 17 ნოემბერს 70 წლის გახდა. მან მაყურებელს თავი არაერთი საინტერესო როლით შეაყვარა.

პინგვინის როლი ფილმში “ბეტმენის დაბრუნება” (1992) დე ვიტოს განთქმულ როლად რჩება

danny-devito-08

დენი დე ვიტოს  ორი მნიშვნელოვანი როლი არნოლდ შვარცნეგერთან გაერთიანებას უკავშირდება. ჯერ ფილმში “ტყუპები” (1988), მოგვიანებით კი ფილმში “ახალბედა” (1994), რომელმაც 100 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა შემქმნელებს.

M8DTWIN EC001

დენი დე ვიტომ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა ჯონ ტრავოლტასთან, ჯინ ჰეკმენსა და რენე რუსოსთან ერთად ფილმში “Get Shorty” (1995). დე ვიტო ასევე გახლავთ ფილმ “მაკულატურას” პროდიუსერიც.

danny-devito-09

დენი დე ვიტოს დასამახსოვრებელ როლებს შორის ნამდვილად ლიდერია ფრენკის გმირი ამერიკული სატელევიზიო სერიალიდან  “მუდამ მზიანი ფილადელფია”

298079-its-always-sunny-in-philadelphia-its-always-sunny-in-philadelphia

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დენი დე ვიტოს როლი მილოშ ფორმანის ლეგენდარულ ფილმში “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” (1975). ეს იყო მსახიობის პირველი სერიოზული ფილმი.

???????????????????????????????

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours