marilyn-monroe-2

50-იანი წლების ყველაზე სასურველი ქალი-მერლინ მონრო

50-იანი წლების ამერიკის სექს-სიმბოლოზე როცა საუბრობენ, ყველას მერლინ მონრო ახსენდება, ასეც არის ! ის იყო ყველაზე სასურველი ქალი, რომელსაც ყველა ეტრფოდა- რიგითი ჯარისკაცით დაწყებული, ამერიკის პრეზიდენტით დამთავრებული. მისი რეალური ცხოვრება კი, სრული ანტიპოდი იყო იმ ეკრანული სილამაზისა და მომაჯადოებელი ღიმილის, რომელსაც ასე უხვად აფრქვევდა დღეს უკვე კლასიკად ქცეულ ფილმებში. ქერა ლამაზმანი თავდაპირველად შავგვრემანი ნორმა ჯინ მორტენსონი, სრულიად ახალგაზრდა 36 წლის ასაკში, მარტოობაში გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი და სამი ოფიციალური ქმარი ყავდა, ერთ -ერთი ამერიკელი მწერალი არტურ მილერი.
MonroeSeven Year Itch

ბილი უაილდერის ფილმი „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ – მის სავიზიტო ბარათად იქცა და 1959 წელს ოქროს გლობუსი მიიღო. მაგრამ არანაკლებ საიტერესო როლები შექმნა 1948-1961 წლებში 35-მდე ფილმში . კულუარებში იმასაც ყვებიან, რომ ძალიან უჭირდა გადასაღებ მოედანზე მუშაობა, რადგან ტექსტი ხშირად ავიწყდებოდა. ნაწილი იმასაც ყვება, რომ ქერა „ბარბის“ იმიჯის გამო „უმართლებდა“, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ის 50-ინი წლების ამერიკელი დიასახილების მიბაძვისა და მამაკაცთა ტრფობის ობიექტი ნორმა ჯინ მორტენსონი- მერლინ მონრო დღემდე ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე სასურველი ქალების სიაში მოწინავე პოზიციას არ თმობს. ის ერთადერთი ქალია, რომელიც ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში მოხვდა.
წარმოგიდგენთ მერლინ მონროს როლებს, ფართო აუდიტორიისთვის უცნობი ფილმებიდან :
1. საშიში წლები-ივი 1947
2. ყველაფერი ევას შესახებ-მის კლაუდია კასველი, 1950
3. ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს-ლორილი ლი 1953
4. როგორ დავქორწინდეთ მილიონერზე-1953 პოლა დებევოიცი
5. შვიდი წლის თავზე- გოგონა 1955
6. ავტობუსის გაჩერება-შერი 1956
7. პრინცი და შოუს ვარსკვლავი გოგონა – მარინა ელსი- 1957
8. სიყვრულით გატაცებული-Lets make Love-ამანდა დელი-1960
9. დაუმორჩილებლები -როსლინ ტეიბერი -1961
10. something got to give- მისი დაუსრუებელი ფილმი- ელენ არდენი -1962

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours