img01 (3)

50 იანი წლების ჰოლივუდის უმიზეზოდ მეამბოხე – ჯეიმს დინი

ჯეიმს ბაირონ დინი 1931 წლის 8 თებერვალს ამერიკაში, ინდიანას შტატში დაიბადა.  1951–1955 წლებში ითამაშა 7 ფილმში და გახდა ამერიკის 50-იანი წლების სიმბოლო. მისი ფილმოგრაფია ასე გამოიყურება : 1951 – შეუერთე ხმლები! / Fixed Bayonets!,  1952 – გაუფრთხილდი, მეზღვაურო / Sailor Beware, 1952 – ვინმემ ნახა ჩემი გოგონა? / Has Anybody Seen My Gal? ,  1953 – გზაზე იქნება პრობლემები / Trouble Along The Way, 1955 – სამოთხიდან აღმოსავლეთით / East Of Eden , 1955 – უმიზეზოდ ამბოხებული / Rebel Without A Cause, 1956 – გიგანტი / Giant. უკანასკნელი სამი ფილმი  50-იანი წლების ჰოლივუდის (და ზოგადად ამერიკული კინოს) საკულტო ფილმებად იქცა.

                 east-of-eden

“სამოთხიდან აღმოსავლეთით”- East of Eden – 1955 წელი, რეჟისორი-  ელია კაზანი  , ამერიკელი მწერის  ჯონ სტეინბეკის რომანის ეკრანიზაციაა,  ფილმმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა დღეს უკვე ლეგენდად ქცეულ ჯეიმს დინს.  ფილმი ბიბლიური კაენისა და აბელის თანამედროვე ვერსიაა,  ისტორია ორ ძმაზე, რომელთაგანაც ერთი სანიმუშო და წარმატებული ,  მეორე კი   მისი სრული ანტიპოდია და ვერაფრით იმსახურებდა მამის სიყვარულს. ჯეიმს დინის პერსონაჟის -კოლ ტრასკის როლზე დამტკიცებული იყო მონტგომერ კლიფტი, მაგრამ ის ავტოავარიაში მოყვა და არჩევანი ელია კაზანს ორ  მსახიობს შორის – პოლ ნიუმანსა დ აჯეიმს დინს შორის უნდა გაეკეთებინა: „მე შევარჩიე ჯიმი, რათა მას ეთამაშა კოლის როლი , უფრო შესაფერისი მსახიობის ძებნას აზრი არ ჰქონდა”,- წერდა რეჟისორი.

                                 giant

გიგანტი (Giant)- 1956 წელი,  რეჟისორი ჯორჯ სტივენსი. მთავარ როლებს ჯეიმს დინი და  ელიზაბეთ ტეილორი ასრულებენ.  ოსკაროსანი ფილმი  ედნა ფერბერის რომანის ეკრანიზაციაა,  ფილმში ასახულია მეორე ემსოფლიო ომის წინა  პერიოდი და და ომისშემდგომი ვითარება ტეხასის შტატში, ნავთობის წარმოების ბუმი დ რასიზმი  იმიგრანტ მექსიკელთა მიმართ.  ფილმის სლოგანიება “The legendary epic that’s as big as Texas“ და „Sometimes any man can be a giant…“

                                       rebel-without-a-cause

ჯინსი, თეთრი მაისური, წითელი ქურთუკი- ეს ჯეიმს დინის პერსონაჟი – ჯიმ სტარკია , ნიკოლას რეის  1955 წელს  შექმნილი ფილმიდან “უმიზეზოდ მეამბოხე”.  ფილმი ამერიკელების საკულტო ფილმა დიქცა.  50 იანი წლების  ახალგაზრდების  პროტეტსი საკუთარ მშობლებთან და გაცნობიერებული, თუ ზოგჯერ უმიზეზო ამბოხი ყველას და ყველაფრის წინააღდმეგ, პროტესტი, როგორც თვით გამოხატვის ფორმა. დინისთვის ნიკოლას რეის ფილმი სავიზიტო ბარათად იქცა და უფრო მეტიც , ის ერთგვარი ინსპირაცია გახდა 60 იანების  ახალგაზრდებისათვის. ეს “ვორნერ ბრაზერსის” 50 იანი წლების  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტია, ფილმზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დოქტორმა რობერტ ლინდერმა გამოაქვეყნა ნამუშევარი თავზეხელაღებულ ახალგაზრდებზე -“Rebel Without a Cause” , რომელიც   შესულია, ყველა დროის  100 საუკეთესო  ნამუშევარს შორის.  ფილმი ე.წ. “ტექნიკოლორის”   ფერებშია გადაწყვეტილი, ამისთვის  “ვორნერ ბრაზერსმა”   გამოიყენა სისტემა CinemaScope. იგივე  ტექნიკური საშალებაა გამოყენებული ჯეიმს დინის პირველ ფილმში “სამოთხიდან აღმოსავლეთით”,  რეჟისორი ელია კაზანი.

როგორც კრიტიკოსები წერენ, რეჟისორმა ნიკოლას რეიმ პრინციპული უარი განაცხადა შავ-თეთრ გამოსახულებაზე, ის თვლიდა, რომ ამგვარი ესთეტიკა დინის ვიზუალურ ეფექტს დაკარგავდა, გარდა ამისა მაყურებლსი მეხსიერებაში სამუდამოდ ვერ ჩაიბეჭდებოდა მისი თეთრი მაისური,  წითელი ქურთუკი და  ლურჯი ჯინსი,   50- 60 იანების  ტრენდი განხდა და დღემდე თამამად ციტირებენ . აღსანიშნავია,  რომ  თავდაპირველად  ჯიმ სტარკის როლზე ჯეიმს დინის ნაცვლად მარლონ ბრანდო მოიაზრებოდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი, რეჟისორმა ამ უკანასკნელზე რატომღაც არ შეაჩერა. თავად ბრანდო კი მასზე ამბობდა, რომ დინი  გაცილებით ნიჭიერი და ძლიერი მსახიობი იყო, ვიდრე თავად. თავად პერსონაჟის გვარი სტარკი, ანაგრამაა მისი  წინა ფილმიდან “სამოთხიდან გამოქცეული” , იქ მისი გვარია-ტრასკი.

“იცხოვრე სწრაფად, მოკვდი ახალგაზრდა” – მისი ცხოვრების დევიზი, საბოლოოდ  მისი ბედისწერა გახდა. სისწრაფის მოყვარული 24  წლის ახალგაზრდა, ფილმის პრემიერამდე  ერთი თვით ადრე ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ის  გადაჭარბებული  სისწრაფით მართავდა თავის საყვარელ ავტომობილ Mercury Coupe-ს  და მგზაჯვარედინზე ტრაილერს შეასკდა.  ამ ყოველივემ   კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი და განაპირობა ფილმის არნახული პოპულარობა, ჯეიმს დინი კი იქცა საკულტო გმირად, როგორც ამერიკული ახალგაზრდობისთვის , ისე  მთელი მსოფლიოსათვის.

დინის ავტომობილი  Mercury Coupe, რომლითაც დაიღუპა,  დღეს  ნევადის მუზეუმშია განთავსებული .

img01 (5)

th (1)

 ჯეიმს დინი და ნატალი ვუდი ფილმიდან -“უმიზეზოდ მეამბოხე”

James_Dean_and_Natalie_Wood_in_Rebel_Without_a_Cause_trailer

 RebelWOAC-005

თეთრი მაისური,  წითელი ქურთუკი და  ლურჯი ჯინსი-  50- 60 იანი წლების ტრენდი გახდა.

images (3)

 მასზე ამბობდნენ: 

„დინი უფრო დიდი მსახიობი იქნებოდა, ვიდრე მე და მარლონ ბრანდო ვართ. ის გახდებოდა მსოფლიო კინემატოგრაფიის შეუდარებელი კლასიკოსი”, – პოლ ნიუმანი

„ჯეიმსი ჩვენი შთაგონების წყაროა, რომ არა ის, ’’ბითლზი’’ არ იქნებოდა”, – ჯონ ლენონი

„მას არ სჭირდებოდა არავინ და არაფერი, გარდა საკუთარი თამაშისა.” – ელიზაბეთ ტეილორი

“მე ჯიმი მიყვარდა სიგიჟემდე. ის არც ყოფილა ნამდვილი მეამბოხე, უბრალოდ ამბობდა: ’’მისმინეთ მე, გაიგეთ ჩემი, შემიყვარეთ მე!”-ნატალი ვუდი

„დინი დაიღუპა შესაფერის დროს. რომ არა ადრეული სიკვდილი, ის ვერასდროს გახდებოდა ასეთი პოპულარული.”- ჰამფრი ბოგარტი

„როგორი მსახიობი იქნებოდა შემდეგი 20 წლის განმავლობაში? ვფიქრობ უდიდესი. მაგრამ ის მოკვდა და იქცა ლეგენდად, მითად და გმირად მთელ მსოფლიოში… სამუდამოდ! “-მარლონ ბრანდო

“ამბობენ, რომ ელვისი მეორე ჯეიმს დინია, მაგრამ ეს შედარება რეალობისგან შორს არის. მე ვერასდროს გავუტოლდები ჯეიმს დინს, იმიტომ რომ ის იყო ნამდვილი გენია”, -ელვის პრესლი

“ჯეიმსი არის ხატი და ლამაზი სული მთელი თავისი თაობის”, ენდი ვორჰოლი

 კადრები ფილმიან უმიზეზოდ მეამბოხე 

img02 (3)

 img04 (2)

 img03 (3)

 კადრები ფილმიდან “გიგანტი” 

img02 (4)

 img01 (4)

 img03 (4)

 

 ჯეიმს დინი და მერლინ მონრო

tumblr_mai0skzYHD1ro2aoko1_500

 tumblr_m570n4yiH11r64le7o1_500

 

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours