halloffamers

2015 წლის როკ-ნ-როლის დიდების დარბაზის ნომინანტები

ცნობილი გახდა იმ მომღერლებისა და ჯგუფების ვინაობა, რომლებიც 2015 წლის 18 აპრილს როკ-ნ-როლის დიდების დარბაზის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. პრეტენდენტების სია ასე გამოიყურება: Green Day, Nine Inch Nails, N.W.A., The Smiths, სტინგი, ლი რიდი, Kraftwerk, Chic, ჯოან ჯეტი, სტივი რეი ბოენი, The Spinners, War და ბილი უოტერსი. ლაურიატების ვინაობა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

უკვე მესამე წელია, რაც გამარჯვებულის ვინაობის გამოვლენის პროცესში მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად ფანებიც მონაწილეობენ. საყვარელი ჯგუფისთვის ან შემსრულებლისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე rockhall.com.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours