The Endless River

19 წლის შემდეგ – “პინკ ფლოიდის” ალბომი ჩარტებში გალიდერდა

უკვე ერთი კვირა გავიდა “პინკ ფლოიდის” ახალი ალბომის გამოშვებიდან და არც არავის გაკვირვებია, რომ ალბომი, რომელიც გამოსვლამდეც ყველაზე მოთხოვნადი იყო, კვირის ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა.

ალბომის, სახელწოდებით “endless river”, 139 000 ეგზემპლარი გაიყიდა და ამ მაჩვენებლით ის პირველია დიდ ბრიტანეთში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს წლის მესამე ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომია, უსწრებს მხოლოდ Coldplay_ს Ghost Stories და Ed Sheeran_ის X.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს პინკ ფლოიდის ალბომი ბრიტანული ჩარტების ლიდერი 19 წლის წინ, 1995 წელს იყო, მაშინ წინამორბედი ალბომი The Division Bell ძალიან დიდი ხანი იყო ტოპ პოზიციებზე.

გააზიარე პოსტი

1 comment

Add yours

დატოვეთ კომენტარი