boy_dzhordzh_2

15 მუსიკოსი, რომელიც რადიკალურად შეიცვალა ბოლო 15 წლის განმავლობაში

ბოი ჯორჯი

მას საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა, ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა სახლიდან წავიდა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში დამოკიდებული იყო ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ყველაზე მეტად მას წონის პრობლემა ტანჯავდა. ბოლო პერიოდში მან მოახერხა ამ პრობლემასთან გამკლავება, კერძოდ, 2013 წელს თეატრალური პრემიის WhatsOnStage.com-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ის სრულიად შეცვლილი იმჯით გამოცხადდა, ის გაცილებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ვიდრე ახალგაზრდობაში, ამისი მიზეზი კი გახდა ნარკოტიკებზე უარის თქმა და მკაცრი დიეტა. ის 5 საათში ერთხელ ჭამს, დაემშვიდობა პურს, შაქარსა და რამდენიმე სხვა პროდუქტს.

lora_dzheyn_greys_tom_geybl

ლორა ჯეინ გრეისი (ტომ გეიბლი)

სქესის შეცვლასთან დაკავშირებით Against Me!-ის ვოკალისტმა ჯერ კიდევ 2012 წელს გააკეთა განცხადება, ცოტა ხანში კი მსმენელის წინაშე ყოფილი ტომ გეიბლი ლორა ჯეინ გრეისის სახელით წარსდგა. დღეს კი მას მეუღლე და ქალიშვილი ჰყავს.

ville_valo

ვილე ვალო

2007 წელს ჯგუფ HIM-ის ვოკალისტმა რეაბილიტაციის კურსი გაიარა კალიფორნიაში, რათა საბოლოოდ დაეღწია თავი ალკოჰოლიზმისგან. მას შემდეგ ის ფაქტობრივად არ სვამს, მისი მდგომარეობას ამძიმებდა ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრს ეწეოდა, დღეში მინიმუმ 5 კოლოფს. 2010 წლისთვის მან უარი თქვა თამბაქოზე, ცოტა ხანში კი კვლავ დაიწყო მოწევა, თუმცა ძალიან მცირე დოზით.

billi_dzho_armstrong_4

ბილი ჯო არმსტრონგი

Green Day-ს ვოკალისტი, რომელმაც iHeartRadio-ს ფესტივალზე ნამდვილი დებოში მოაწყო, დაამსხვრია გიტარა, უშვერი სიტყვებით მოიხსენია ფესტივალის ორგანიზატორები და დატოვა სცენა. ეს მოხდა 2012 წელს, ცოტა ხანში ის ალკოჰოლიზმისგან მკურნალობის სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა, სადაც ერთი თვე დაჰყო, როგორც შემდეგ თავად განაცხადა, ის არამარტო ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, არამედ ძლიერ მოქმედ ანტიდეპრესანტებზე და საძილე საშუალებებზეც, რისგანაც უკვე საბოლოოდ განთავისუფლდა.

50_cent_2

50 Cent

2000 წელს მომღერალი ნარკოდილერი იყო, რომელიც ციხეშიც კი იჯდა ნარკოტიკების შენახვისთვის. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან თავი დაანება მსგავს ბიზნესს და შოუ ბიზნესში გადაბარგდა, ამის გამო მან ბევრი მტერი გაიჩინა ყოფილ კოლეგებში, თავდასხმაც კი განხორციელდა მასზე, თუმცა ამან არ შეაშინა მომღერალი და დღეს, როგორც თავად აცხადებს, მას არანაირი კავშირი არ აქვს კრიმინალურ სამყაროსთან.

entoni_kidis_2

ენტონი კიდისი

მომღერალმა რამდენჯერმე წარუმატებლდ სცადა ნარკოტიკებისთვის თავის დანებება, თუმცა 2000 წლიდან მან ეს მოახერხა და დღემდე ნარკოტიკების გარეშე ცხოვრობს.

kreyg_nikols

კრეიგ ნიკოლსი

The Vines-ის ლიდერი ყოველთვის გამოირჩეოდა აგრესიით სცენაზე და არამარტო სცენაზე. 2004 წელს მან დაამსხვრია გიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტი, ამის შემდეგ შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს და გაუტეხა მას კამერა. სასამართლომ აიძულა მომღერალი გაევლო ფსიქოლოგიური შემოწმება, რის შემდეგაც დადგინდა, რომ კრეიგი ასპერგერის სინდრომით (აუტიზმის ერთერთი ფორმა) იყო ავად. მან მკურნალობის ხანგრძლივი კურსი დაიწყო, უარი თქვა ნარკოტიკებზე და სწრაფი კვების პროდუქტებზე. დღეს ის გაცილებით უკეთ გრძნობს თავს.

riki_uilson

რიკი უილსონი

Kaiser Chiefs-იდან დრამერის წასვლის შემდეგ ვოკალისტს რიკი უილსონს თავიდან მოუხდა ჯგუფის შექმნა. რადიკალურად შეიცვალა არამხოლოდ ჯგუფის იმიჯი, არამედ თავად ვოკალისტის გარეგნული იმიჯიც, რაც მის წონაზეც აისახა, ის ძალიან გახდა.

derik_uibli

დერიკ უიბლი

Sum 41, მის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არანაირი სიახლე არ ისმოდა. 2012 წელს პირველი ცნობა გაჩნდა და ისიც საგანგაშო, ჯგუფის ლიდერი საავადმყოფოში მოათავსეს, ის კომაში იყო. ამის მიზეზი ალკოჰოლი გახდა. დღეისათვის მომღერალი აღარ სვამს.

sergey_mihalok

სერგეი მიხალოკი

ჯგუფ “Ляпис Трубецкой”-ის დამაარსებელი 90-იან წლებში ყველანაირ პრეპარატს ღებულობდა, რისი მიღებაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა. მან კლინიკური სიკვდილიც კი გადაიტანა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მიღების შემდეგ. 2000-იანი წლებიდან ის თავისუფალია ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან.

kit_richards_2

კიტ რიჩარდსი

გიტარისტს ხშირად თხოვენ სიკვდილის შემდეგ სხეული მეცნიერებს დაუტოვოს გამოსაკვლევად. მათ აინტერესებთ, როგორ ახერხებს მუსიკოსი, განვლილი ცხოვრების გათვალისწინებით, დღემდე იყოს ცოცხალი და, რაც კიდევ უფრო გასაოცარია, ჯანმრთელი. 70-იანებში იგი დიდი რაოდენობით იღებდა ალკოჰოლს, ასევე ჰეროინსა და კოკაინს.

ozzi_osborn_5

ოზი ოსბორნი

ავტობიოგრაფიულ წიგნში “მე ვარ ოზი” მომღრალი გულწრფელად საუბრობს იმაზე, რომ 40 წელი ებრძოდა ალკოჰოლიზმს, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ 2000 წლიდან შეძლო ამ სენთან გამკლავება.

SONY DSC

დი პალმერი (დევიდ პალმერი)

Jethro Tull-ის ყოფილმა კლავიშმა სქესი 2003 წელს შეიცვალა, ერთ-ერთ ინტერვიუში მუსიკოსმა განაცხადა, რომ თავს ყოველთვის ქალად გრძნობდა. ეს გრძნობა კი 1995 წელს გამძაფრდა, როცა მეუღლე გარდაეცვალა.

trevis_barker_

ტრევის ბარკერი

Blink-182-ის დრამერი 2008 წელს სასწაულებრივად გადარჩა ავიაკატასტროფაში, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გამოჯანმრთელების შემდეგ მუსიკოსმა უარი თქვა ხორცზე და დაკავდა სპორტით.

snoop_dogg

Snoop Dogg

ცნობილი რასტაფარი და რეპერი 2012 წელს ოფიციალურად გახდა რასტაფარიანელი. მას შემდეგ ცხოვრობს როგორც ნამდვილი რასტაფარიანელი, ჩაწერა რეგი ალბომი ახალი სახელით სნუპ ლაიონი.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours