beatles_PA2_2252757b

12 საინტერესო ფაქტი The Beatles-ის შესახებ

Beatles-dior

  1. 1969 წლის 20 აგვისტო იყო ბოლო დღე, როდესაც ჯგუფის ოთხივე წევრმა: ჯონ ლენონმა, პოლ მაკარტნიმ, რინგო სტარმა და ჯორჯ ჰარისონმა ერთად ჩაწერეს სიმღერა. ეს იყო სიმღერა ‘I Want You (She’s So Heavy’).
  2. ‘Strawberry Fields’ ეძღვნება ლივერპულში, ლენონის სახლის მახლობლად განთავსებულ ხსნის არმიას. გარდა ამისა, სიმღერის ორიგინალ დასახელებაში არ არსებობდა  “s” და იყო Strawberry Field.
  3. ბრიტანულ ჩარტებში ჯგუფი ლიდერობდა 15 სხვადასხვა ალბომით.
  4. 1962 წელს პირველი ალბომისთვის ” Please Please Me” სიმღერების Love Me Do, P S I Love You, Please, Please Me and Ask Me Why გარდა დანარჩენი 10 სიმღერა სულ რაღაც 10 საათში ჩაწერეს.
  5. აღნიშნული ალბომი ლიდერობდა ბრიტანულ ჩარტებში 30 კვირის განმავლობაში. მანამდე, ვიდრე ის არ ჩაანაცვლა მათივე ახალმა ალბომმა With The Beatles, რომელმაც ლიდერობა 21 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა.
  6. ბითლზის სიმღებეში ფიგურირებს უამრავი საკვების დასახელება, როგორიცაა მაგალითად კვერცხი, ხახვი, ალუბალი, თაფლი, მარწყვი, მდოგვი და ა.შ. მაგრამ არ არის “შემწვარი ერბო-კვერცხი, რომელიც პოლ მაკარტნისთვის სიმღერის “Yesterday” სამუშაო სახელი იყო.
  7. ალბომის Please Please Me -ის 14 სიმღერიდან მხოლოდ რვა დაიწერა ლენონისა და მაკარტნის მიერ. ალბომისთვის With The Beatles კი ერთ-ერთი სიმღერა Don’t Bother Me ჯორჯ ჰარისონმა დაწერა.
  8. ‘From Me To You’ არის ჯგუფის ყველაზე მოკლე სიმღერა, რომლის ხანგრძლივობას სულ რაღაც 1 წუთი და 57 წამია.
  9. სიმღერის ‘All You Need Is Love’ ბექვოკალში  მღეროდნენ ერიკ კლეპტონი, მიკ ჯაგერი, ქეით რიჩარდსი, მაიკ მაკარტნი და სხვები.
  10. არსებობს  ‘Yesterday’-ის 3 000 სხვადასხვა ვერსიის ჩანაწერი.
  11. ჯგუფის ბოლო სიმღერა ბოლო კონცერტზე სან-ფრანცისკოში 1966 წლის 29 აგვისტოს იყო  ‘Long Tall Sally’.
  12. BBC-იმ თავის დროზე ბითლზის რადენიმე სიმღერა: ‘Lucy in the Sky with Diamonds’, Fixing a Hole’ და  ‘A Day in the Life’ დაბლოკა იმის გამო, რომ ტელეკომპანიის აზრით ისინი ნარკოტიკებს უწევდნენ პროპაგნდას.

Beatles

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours