pulp_fiction_new_images_for_windows

10 საინტერესო ფაქტი “მაკულატურას” შესახებ

ქვენთინ ტარანტინოს საკულტო  ფილმი  “მაკულატურა”- იგივე “კრიმინალური საკითხავი” 1994 წელს, კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოთი აღინიშნა.” 90-იანებში ევროპამ დააფასა ის, რასაც ამერიკა სკეპტიკურად უყურებდა,”- წერს იმ პერიოდის პრესა. “ცოფიანი ძაღლების” შემდეგ, ეს ტარანტინოს რიგით მეორე ფილმია, “სცენარების ღმერთი”, როგორც მას უწოდებენ ხოლმე, თავად ქმნის სცენარს ყველა მისი ფილმისთვის.  წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს  ბევრისთვის საყვარელი და პოპულარული ფილმის  შესახებ.

1. ტარანტინო ძალიან დიდი ხანი იცდიდა იმისთვის, რომ ფილმში გამოეყენებინა  მუსიკა,  რომელიც შემდომში  “მაკულატურის” სავიზიტო ბარათად იქცა, დღემდე ბევრისთვის ჩაკ ბერის ” You Never Can Tell”  ფილმთან იგივდება და პირიქით, ფილმი – სიმღერასთან.

2. სამუელ ელ ჯექსონის პერსონაჟი, ტარანტინომ  “ცოფიან  ნაგაზებისთვის” შექმნა,  მაგრამ საბოლოოდ  “მაკულატურაში” აღმოჩნდა.

3. მია ვოლასის (უმა თურმანი) როლი, ყველაზე მოთხოვნადი იყო, ათასობით ქალი მსახიობი მივიდა ქასთინგზე,  თვით იზაბელა როსელინიც კი. თავდაპირველად მეგ რაიანს მოიაზრებდნენ, მაგრამ საბოლოოდ  ტარანტინომ არჩევანი თურმანზე შეაჩერა.

images (3)

4. მანამ, სანამ ქვენთინ ტარანტინო ბრუს უილისს პირადად  გაიცნობდა, რომელმაც სულ რაღაც 18 დღე მოანდომა ფილმზე მუშაობას (მათი გაცნობა მსახიობ ჰარვი კეიტელთან მოხდა, ერთ-ერთი ბარბიქიუს დროს), ბუჩის როლი ტარანტინომ ამერიკელ მსახიობ მეტ დილონს შესთავაზა, რომელიც 90-იანებში პოპულარული გახდა ფილმით “Drugstore Cowboy”.    

download     pf002

5.“Flowers on the Wall”- ყველაზე გვიან დაამატეს ფილმში.

6. სიტყვა “fuck” 265 ჯერ არის გამოყენებული ფილმში.

10174

7. ჯონ ტრავოლტას  პერსონაჟის ვინსენტ ვეგას 1964 წლის  – Chevelle Malibu, ტარანტინოს ეკუთვნოდა, რომელიც  გადაღებების დროს მოიპარეს. 2013 წელს პოლიციამ მიაკვლია მანქანას.

images (7)

8. მია ვოლასისა (უმა თურმანი) და ვინსენტ  ვეგას (ჯონ ტრავოლტა)  ცნობილი ცეკვა,   გლორია მორინისა (ბარბარა სტილი)  და მარიო მეზაბოტას ცეკვის  ერთგვარი ალუზიაა, ფედერიკო ფელინის  1963 წელს შექმნილი ფილმიდან “8½”

PF trivia 273

1.34 წთ. იდან

9. “მაკულატურაში”   ქვენთინ ტარანტინოს პერსონაჟის- ჯიმი დიმმაკის სცენები , მისი მეგობრის  რეჟისორ რობერტო როდრიგესის გადღებულია.

movies-pulp-fiction

10. ფილმის დასაწყისში  ტიმ როტისა და ამანდა პლამერის წყვილი ერთმანეთს  ასე მიმართავენ   “Honey Bunny”და   “Pumpkin” ,  ტარანტინომ ეს გამიზნულად გააკეთა, რადგან ტიმ როტი “ცოფიან ნაგაზებში”   Mr. Orange-ის როლში გვევლინება, მისი  ზედმეტსახელი კი ასე ჟღერს- “Pumpkin”.

3febf92de67559ceea1fa9bdb1f98135

images (15)

images (9)

images (16)             images (19)

pulp_fiction_film_picture_2560_x_1440_

გააზიარე პოსტი

1 comment

Add yours

დატოვეთ კომენტარი