system_of_a_down_chop_suey

10 ფაქტი სიმღერაზე – chop suey

ვაგრძელებთ რუბრიკას 10 ფაქტი სიმღერაზე .

system of a down chop suey!

1. სიმღერა არის ნარკომანიის შესახებ, მაგრამ სხვა ამ თემაზე დაწერილი სიმღერებისგან განსხვავებით არ გამოირჩევა მუქი ტონალობით. ეს სიმღერა ასევე ირიბად აღწერს ადამიანის შეხედულებებს სიკვდილზე და ქრისტეზე.

2. chop suey არის ჩინური საჭმელი, რომელიც მზადდება საქონლის ან თევზის ხორცით. მისი იგრედიენტებია ჩინური კომბოსტო, ხახვი, ბრინჯი და წაბლი. მათ სიმღერას ეს სახელი იმიტომ შეურჩიეს, რომ კერძის იგრედიენტთა მრავალფეროვნება ჯგუფის მუსიკალურ სტილს აღწერს. chop suey სიმღერის ტექსტში მოხსენიებული არ არის.

3. სიმღერის ორიგინალური სახელწოდებაა “Suicide”, მაგრამ Columbia Records-მა ურჩია მათ რომ სათაური შეეცვალათ და ამით რადიოების მეგობრული დამოკიდებულება მოეპოვებინათ. სიმღერის დასაწყისში სერჟ ტანკიანი ამბობს “we’re rolling suicide.” სუიციდის თემა ფარულად წამოწეულია სათაურში “chop suey ” ( “Suey-cide”.)

4. კლიპი გადაღებულია მარკოს სიეგას მიერ, რომელიც მანამდე მუშაობდა ჯგუფებთან blink-182 და Papa Roach. გადაღება მოხდა პარკინგის ადგილზე, მის გვერდით კი ჩანს იაფფასიანი სასტუმროს შენობა, სწორედ ამ შენობაში გაიზარდნენ ჯგუფის წევრები. გადაღების დაწყებამდე ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომ კლიპში მონაწილეობისთვის მოხალისე ფანებს იწვევდა. ბენდი ჯერ იმდენად პოპულარული არ იყო და დაახლოებით 500 ადამიანის გამოხმაურებას ელოდნენ, თუმცა სამჯერ მეტი 1500 კაცი მოვიდა. სცენიდან გადმოხტომა და სვორმინგი კი ბავშვებს დაევალათ. ამ კლიპის მიზანი ჯგუფის ლაივ შოების იმიტაცია იყო.

5. სიმღერის თემატიკა პირდაპირ კავშირშია ალბომის თემასთან. ალბომის სახელწოდებაა Toxicity (Toxic City). ჯგუფის წევრები გაიზარდნენ ლოს-ანჯელესის გარეუბანში, სადაც ნარკომანიას ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. მათ უნდოდათ იმ ფაქტის წარმოჩენა, რომ ლოს-სანჯელესი არ არის ქალაქი, სადაც ყველგან მხიარულებაა.

6. MTV-მ სიმღერაზე გამონაკლისი დაუშვა და “Suicide” არ ამოუჭრია, განსხვავებით იმავე დროს გამოშვებული და მუსიკალურ ჩარტებში კონკურენტის Papa Roach-ის Last Resort-ისგან. ამ ფაქტზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი ის არის, რომ სერჟი იმდენად სწრაფად ამბობს ამ სიტყვას, რომ მსმენელთა დიდი ნაწილი გაგებას ვერ ახერხებს.

7. ტექსტის ავტორები არიან სერჟ ტანკიანი და დარონ მალაკიანი, მუსიკა კი მხოლოდ დარონ მალაკიანის დაწერილია.

8. გიტარისტმა დარონ მალაკიანმა ფრაზა “I cry when angels deserve to die” განმარტა. როდესაც კვდება ადამიანი, დაენანებათ თუარა მისი წასვლა, დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ის დაიღუპა. მაგალითად, თუ დოზის გადამეტებით დავიღუპე, ყველა იტყვის, რომ სიკვდილი დავიმსახურე, რადგან მე საკუთარი ნებით ვიღებდი ნარკოტიკებს, რამაც ჩემი სიკვდილი გამოიწვია. სიკვდილს “დავიმსახურებ”, მიუხედავად იმისა თუ როგორი ადამიანი ვიყავი ცხოვრებაში. დოზის გადამატება და ჩემს ცხოვრებას ყველა დაივიწყებს.

9. Father, father, father, do you commend my spirit?
Father, why have you forsaken me?

სიმღერის რამდენიმე ფრაზა აღებულია ბიბლიიდან. ლუკას სახარება 23:46 – იესო ამბობს “I commend my spirit” (გაბარებ ჩემს სულს). ესაია წინასწარმეტყველი 49:14 – “The Lord has forsaken me, and my Lord has forgotten me.” (უფალმა მიმატოვა და ჩემმა უფალმა დამივიწყა.)

10. სიმღერა მუსიკალური ჩარტების ლიდერი მალე გახდა, მაგრამ მისი გაშვება ტელევიზიაში და რადიოში მალევე შეწყვიტეს, რადგან 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა. მიიჩნიეს, რომ სიმღერა ზედმეტად აგრესიული იყო და გლოვის დროს მისი გაშვებისგან თავი უნდა შეეკავებინათ. რამდენიმე რადიომ კი მიიჩნია, რომ “I cry when angels deserve to die” იმ პერიოდში ზედმეტად ემოციური მოსასმენი იყო. სიმღერამ ჩარტებში ლიდერობა დაბრუნების შემდგომაც შეინარჩუნა, რადგან გლოვის პერიოდში ძალიან ცოტა სინგლი გამოვიდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours