s-l500

10 ფაქტი სიმღერაზე – Wind Of Change

გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ჯგუფ Scorpions-ის ლეგენდარულ სიმღერაზე Wind Of Change.

1. ტექსტი ეძღვნება ცივი ომის დასასრულს, რომელმაც სამყარო მესამე მსოფლიო ომისგან იხსნა და ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ერები დააკავშირა.

2. სიმღერის დაწერის იდეა ჯგუფს 1989 წელს მოსკოვში კონცერტის დროს გაუჩნდა. Scorpions იყო პირველი ჰარდ-როკ ჯგუფი, რომელმაც მოსკოვში დაუკრა, შემდეგ კი ამას მოყვა უამრავი ცნობილი ჯგუფის კონცერტების სერიები.

3. Wind Of Change ითვლება ბერლინის კედლის დანგრევის არაოფიციალურ საუნდტრეკად.

4. 1991 წელს სიმღერა გამოიცა სინგლად და მსოფლიოს მასშტაბით მისი 6 მილიონი ასლი გაიყიდა.

5. სიმღერა იწყება ტექსტით “„მე მივუყვები მოსკოვს, გორკის პარკისაკენ,” კლაუს მაინეს სიმღერის დაწერის იდეა სწორედ მოსკოვში მდინარე მოსკოვზე პატარა გემით სეირნობის დროს გაუჩნდა. გემში ჯგუფის წევრებთან ერთად ასევე იყვნენ ბონ ჯოვი, Motley Crue, MTV-ს ჟურნალისტები და საბჭოთა ჯარისკაცები.

6. 2005 წელს გერმანული გიგანტი ტელეკომპანიის ZDF-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით Wind Of Change დასახელდა მე-20 საუკუნის ნომერ პირველ ჰიტად.

7. Wind Of Change მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სიმღერებს შორის მე-14 ადგილზეა. ნომერ პირველი როკ-მუსიკაში.

8. არსებობს სიმღერის რუსული ვერსია “Ветер перемен” და ესპანური ვერსია “Vientos de Cambio”.

9. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა მისი გამოშვებიდან 20 წლის შემდეგ აიტვირთა, Wind Of Change არის გერმანული ჯგუფების პირველი სიმღერა, რომელმაც პორტალ youtube-ზე 100 მილიონ ნახვას მიაღწია.

10. ჯგუფმა ლეგენდარული სიმღერა შეასრულა საქართველოში, 20 აგვისტოს Black sea Arena-ზე დაარსების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours