3366cb743e84

10 ფაქტი სიმღერაზე: Welcome Home (Sanitarium)

დღეიდან ვიწყებთ რუბრიკას “10 ფაქტი სიმღერაზე”. რუბრიკაში პირველად შემოგთავაზებთ 10 ფაქტს ‘მეტალიკას’ ლეგენდარულ სიმღერაზე Welcome Home (Sanitarium).

 

1. სანატორიუმი არის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება, სადაც ადამიანები თავისი ნებით ჩერდებიან და გადიან მკურნალობას.

2. სიმღერის დაწერა შთაგონებულია ოსკაროსანი ფილმით “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, სადაც ლეგენდარული ჯეკ ნიკოლსონი მონაწილეობს.

3. სიმღერა ‘მეტალიკას’ წევრებმა ჯეიმზ ჰეტფილდმა, ლარს ულრიხმა, კირკ ჰემეტმა დაწერეს.

4. სიმღერა ბევრმა ცნობილმა ჯგუფმა ‘დააქოვერა’, მათ შორის არიან Dream Theater, bullet for my valentine, limp bizkit, slipknot, Trivium, apocalyptica, anthrax და ასე შემდეგ.

5. ‘მეტალიკას’ პირველი სიმღერა, რომელიც ფილმში საუნდტრეკად გამოიყენეს. სიმღერა გამოიყენეს HBO_ს ცნობილ დოკუმენტურ ფილმში ‘Paradise Lost: The Murder At Robin Hood Hills’.

6. სიმღერის დემო ვერსიის ტექსტი გასხვავებული იყო, რომელიც ჰეტფილდმა შეცვალა. თავიდან ვოკალი მაღალი უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ დაბალი უფრო მოუხდებოდა.

7. სიმღერის უკანასკნელი გიტარის სოლო ჯგუფის გარდაცვლილი წევრის კლიფ ბარტონის დაწერილია. ეს მის მიერ დაკრული ბოლო სოლოა.

8. ჯგუფი კონცერტებზე ხშირად ასრულებს ამ სიმღერას master of puppets_თან ერთად, სიმღერას Mastertarium_ად მოიხსენიებენ.

9. გახანგრძლივებული ვერსიიდან ამოჭრილი სოლოები შევიდა ჯგუფის სხვა სიმღერაში ‘Orion’.

10. სიმღერა კონცერტებზე სულ 985-ჯერ არის დაკრული. აქედან 918-ჯერ ‘მეტალიკას’, ხოლო 67-ჯერ კი სხვადასხვა ჯგუფების მიერ.

 

გააზიარე პოსტი

დატოვეთ კომენტარი