download

10 ფაქტი სიმღერაზე War Pigs

გრძელდება ჩვენი რუბრიკა “10 ფაქტი სიმღერაზე”. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იქნება ლეგენდარული Black Sabbath-ის სიმღერა War Pigs.

1. სიმღერა არის ადამიანის სურვილზე მოკლას და დაანგრიოს ყველაფერი. ჯგუფის წევრებს ამ სიმღერის დაწერის იდეა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ევროპის ტურნეს დროს ამერიკულ საჰაერო ძალების ბაზაზე იმყოფებოდნენ და მათგან ომის ისტორიები მოისმინეს.

2. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ალბომზე სწორედ War Pigs დაერქმიათ, თუმცა ჩამწერმა სტუდიამ უარი უთხრა და საბოლოოდ გადაწყვიტეს ალბომისთვის Paranoid დაერქმიათ, რომელიც ასევე სინგლია ამ ალბომიდან.

3. ეს სიმღერა ერთ-ერთია საბათის შემოქმედებიდან, რომლის მიზანია ბოროტების მხილება. სიმღერა მოგვითხრობს ომის საშინელებაზე და უსამართლობაზე. გასაკვირი არ არის, რომ ეს სიმღერა დღემდე ისევე აქტუალურია, როგორც შექმნის დღეს.

4. სიმღერის ორიგინალური სახელწოდებაა Walpurgis, ხოლო ამერიკულ მუსიკალურ არხებზე მას Luke’s Wall ერქვა.

5. არსებობს ავსტრალიური ბენდი, რომელსაც War Pigs ჰქვია და საბათის სიმღერებს აქავერებს.

6. სიმღერის ქავერი 1989 წელს შემოგვთავაზა ჯგუფმა Faith No More, რომელმაც სიმღერა ალბომში The Real Thing შეიტანა.

7. ოზის ყოფილი გიტარისტი ზაკ უაილდი აღფრთოვანებულია ამ სიმღერით და მან სიმღერა დააქავერა კიდეც. სიმღერა დაქავერებული აქვს 12 სხვადასხვა ჟანრის შემსრულებელს.

8. სიმღერის ტექსტის ავტორია ჯგუფის ბასისტი გიზერ ბატლერი.

9. “War Pigs” გამოყენებულია თამაშში Guitar Hero II Playstation 2_ისთვის და Xbox 360_ისთვის.

10. სიმღერა გამოიყენეს ტელე-პრევიუს დროს 2014 წლის ფილმზე 300: Rise Of An Empire.

 

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours