deep purple_soldier pf fortune

10 ფაქტი სიმღერაზე Soldier of Fortune

ვაგრძელებთ რუბრიკას “10 ფაქტი სიმღერაზე”. რუბრიკის დღევანდელი სტუმარია დიფ ფარფლის ლეგენდარული სიმღერა Soldier of Fortune.

1. სიმღერა სინგლად არ გამოცემულა, რადგან ჯგუფის წევრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის არ გაიყიდებოდა, თუმცა შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა ჯგუფის შემოქმედებაში, დღესაც ის last.fm_ის რეიტინგით მსოფლიოს ყველაზე მოსმენადი სიმღერების ათეულშია.

2. დიფ ფარფლის ახალმა ვოკალისტმა დევიდ კოვერდეილმა ეს სიმღერა დაწერა და ჯგუფის წევრებს ანახა, ჯგუფის წევრებს სიმღერა არ მოეწონათ, თუმცა რიჩი ბლექმორმა თქვა, რომ გენიალური სიმღერა იყოო და გიტარის სოლოებითაც გაალამაზა.

3. რიჩი ბლექმორმა თავის ჯგუფთან კონცერტის დროს აღიარა, რომ ეს მისი ფავორიტი სიმღერაა.

4. მიჩნეულია ყველაზე პოპულარულ სიმღერად, რომელიც სინგლად არც კი გამოცემულა.

5. მართალია, დიფ ფარფლს ეს სიმღერა სინგლად არ გამოუცია, მაგრამ ეს 2007 წელს opeth_მა გააკეთა. ეს სინგლი გაყიდვების მიხედვით მესამე ადგილზეა ჯგუფის შემოქმედებაში.

6. opeth-ის გარდა სიმღერა დაქავერებული აქვთ ისეთ ცნობილ ჯგუფებს, როგორებიცაა: Whitesnake, Black Majesty, Iris, Blackmore’s Night.

7. ჯარში ფორტუნის ჯარისკაცი ჰქვია იმ ადამიანს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არა აქვს და ომში იღბალის იმედად მიდის.

8. ეს სათაური დამკვიდრდა უფრო ზოგადი მნიშვნელობით. ფორტუნის ჯარისკაცს მას ეძახიან, ვისაც რაიმეს კეთებისას მხოლოდ ფორტუნის იმედი აქვს. ხშირად მოთამაშეებსაც ეძახიან.

9. სიმღერის სახელწოდება 10 ფილმის სახელწოდებაში გვხვდება, ასევე არსებობს ამ სახელწოდების ვიდეო-თამაშიც, თუმცა მას ფილმთან საერთო არაფერი აქვს.

10. სიმღერას ოფიციალური კლიპი არ აქვს, თუმცა ჯგუფის ფანების ძმები დიმიტრი და მაქს იაკობჩუკების მიერ გადაღებული ვიდეო საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და სიმღერის არაოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოდ არის მიჩნეული.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours