93e75173d4af

10 ფაქტი სიმღერაზე: Seven Nation Army

ვაგრძელებთ რუბრიკას “10 ფაქტი სიმღერაზე”, რომლის დღევანდელი სტუმარია The White Stripes-ის ცნობილი სიმღერა Seven Nation Army.

1. ინთრო მუსიკა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ამ სიმღერის გაჰიტებაში, ჩანს რომ ბას გიტარაზე იკვრება, თუმცა ჯგუფს ბას გიტარისტიარ ჰყავს ჯეკ უაიტი მას ეფექტით ნახევრად აკუსტიკურ გიტარაზე უკრავს.

2. ჯეკ უაიტმა “the seven nation army”_ის ამბობს, მაგრამ “Salvation Army”_ს გულისხმობს.

3. სასაცილოა, მაგრამ ჯეკ უაიტმა სიმღერის სათაური ტექსტის მოფიქრებამდე დაწერა მხოლოდ იმის მოსანიშნად თუ რა სიმრერაზე მუშაობდა. მოგვიანებით, სათაურმა ღრმა მნიშვნელობა შეიძინა.

4. სიმღერამ ყველაზე მაღალ მე-7 ადგილს ბრიტანულ ჩარტებში მიაღწია.

5. სიმღერა დააქავერეს ისეთმა ცნობილმა ჯგუფებმა, როგორებიცაა: Living Colour, Hard Fi, The Flaming Lips, The Pretty Reckless, Kelly Clarkson, Metallica, Audioslave, Kate Nash.

6. სიმღერა ფეხბურთში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების გამარჯვების ჰიმნი გახდა. იტალიელი ფანები მღეროდნენ “po-po-po-po-po-poo-po”.

7. ზოგადად ეს სიმრერა ხშირად ასოცირდება ფეხბურთთან. იტალიის შემდეგ სიმღერა იყო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუნდტრეკი, მოგვიანებით 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე გადიოდა ყოველი გატანილი გოლის შემდეგ, რაც ბევრ კლუბში ტრადიციად იქცა. ფანები ხშირად უმღერიან ამ სიმღერას თავიანთ საყვარელ ფეხბურთელებს..ლივერპულში უმღეროდნენ ხავიერ მასკერანოს, რედინგში ადამ ლე ფონდრეს, არსენალში სანტი კაზორლას, მანჩესტერ იუნაიტედში რობინ ვან პერსის.

8. აღფრთოვანებული ვარ, რომ იტალიელებმა და შემდეგ უკვე სხვა ფანებმა ეს სიმღერა ფოლკლორულ მუსიკად აქციეს. ეს ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის დიდი პატივია, განსაკუთრებით დღევანდელობაში. ხალხის უმეტესი ნაწილი ამ სიმღერას მღერის ისე, რომ არ იციან ვისი დაწერილია, სწორედ ეს არის ფოლკლორული მუსიკა.

9. ჯეკ უაიტმა აღნიშნა, რომ ის ამ სიმრერის რიფი “ჯეიმზ ბონდის” ძალიან მოუხდებოდა და თუ ის შემოთავაზებას მიიღებდა, სწორედ ამ სიმღერის რიფს შექმნიდა ფილმისთვის.

10. სიმღერა ეგვიპტის მოვლენების ჰიმნად იქცა, მას შემდეგ, რაც ეგვიპტელმა ჟურნალისტმა მონა ელთეჰევიმ განაცხადა: ‘I’m gonna fight them off, a seven nation army couldn’t hold me back – ამ ფრაზას ეგვიპტეში მივყავართ. ვერავინ დაახევინებს მათ უკან. მუბარაქი თიშავს ინტერნეტს, ხურავს რკინიგზას, ხურავს ყველა შესასვლელს, მაგრამ ისინი მაინც მოდიან.

გააზიარე პოსტი

დატოვეთ კომენტარი