November-rain-Slash-on-piano

10 ფაქტი სიმღერაზე November Rain

ვაგრძელებთ რუბრიკას “10 ფაქტი სიმღერაზე”. ჩვენი დღევანდელი სტუმარია Guns N’ Roses-ის ლეგენდარული სიმღერა November Rain.

1. კლიპის სცენარი აგებულია დელ ჯეიმსის მოთხრობაზე “შენს გარეშე”. ექსელ როუზი და დელ ჯეიმსი მეგობრები არიან და მისი მოთხრობები ჯგუფის სხვა კლიპების გადაღების საფუძველიც გამხდარა.

2. სიმღერის ორიგინალური ვერსია 25 წუთიანი იყო, თუმცა 8:59 წუთამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ეს არის ყველაზე გრძელი სიმღერა, რომელიც ტოპ 10-ში მოხვდა, ასევე ყველაზე ხანგრძლივი გიტარის სოლოთი.

3. სიმღერაში სლეშის ორი სოლოა, რომელიც ბევრად ხანგრძლივი იყო, თუმცა ექსლ როუზმა შეამცირა, რისთვისაც ის სლეშს და დაფ მაკ-კეგენს დაუპირისპირდა.

4. სიმღერის კლიპში როუზი ქორწინდება ქალზე, რომელიც მალე გარდაიცვლება და მისი პანაშვიდი იმავე ეკლესიაში მიმდინარეობს, სადაც ჯვარი დაიწერეს. ეს ქალი ცნობილი მოდელი სტეფანი სეიმურია, რომელიც იმ დროს როუზის მეგობარი გოგო იყო, მოგვიანებით ნამდვილად დაქორწინდნენ, თუმცა მალევე დაშორდნენ. ის ასევე ჩნდება კლიპში Don’t Cry.

5. 1992 წლის Mtv-ის დაჯილდოებაზე კლიპი დასახელდა საუკეთესოდ. ჯგუფმა ეს სიმღერა შეასრულა, ბოლო ნაწილში კი პიანინოზე ელტონ ჯონმა დაუკრა.

6. თავიდან იგეგმებოდა სიმღერების “November Rain,” “Don’t Cry” და “Estranged” გაერთიანება ერთ სიმღერაში, რომელიც სამ ტრეკად იქნებოდა დაყოფილი, თუმცა მატერიალური შემოსავლის მიღების სურვილმა ჯგუფს ეს გადააფიქრებინა, რის გამოც მათ ბევრი მუსიკოსისგან დიდი კრიტიკა მიიღეს.

7. კლიპის გადაღება $1.5მლნ. დაჯდა, რაც იმ დროისთვის კლიპის გადასაღებად საკმაოდ უჩვეულო თანხა იყო.

8. სლეში თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ სიმღერა ჯერ კიდევ 1986 წელს ჩაიწერა Nazareth_ის გიტარისტ მენი ჩარლტონთან. სიმღერა 18 წუთიანი იყო, თუმცა არ შესულა ალბომში Appetite for Destruction, რადგან მის ფორმატში არ ჯდებოდა.

9. სიმღერა სინგლად ალბომის გამოსვლიდან 6 თვის შემდეგ გამოვიდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ იშვიათი იყო.

10. სიმღერის ბოლო ნაწილი თავიდან მხოლოდ ექსლ როუზის პიანინოს სოლოთი უნდა დაწყებულიყო და სლეშს მოგვიანებით გაეგრძელებინა გიტარის სოლოთი, თუმცა ისინი პარალელურად წერდნენ მუსიკას, რა დროსაც როუზი იძულებული იყო სლეშის მუსიკის ფონზე ემუშავა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა რომ მისი გიტარის პარალელურად ჩართვა მის ფინალურ სოლოში შესანიშნავი იქნებოდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours