Pantera+Hollow+284550

10 ფაქტი სიმღერაზე – Hollow

გთავაზობთ 10 ფაქტს ლეგენდარული ‘პანტერას’ სიმღერაზე Hollow.

1. სიმღერის ტექსტი ეძღვნება ადამიანს, რომელიც კომაშია.

2. საკმაოდ ბევრი ვერსია არსებობს თუ ვის ეძღვნება ეს სიმღერა, თუმცა ჯგუფის წევრებმა არ დაადასტურეს, რომ სიმღერა რეალურ პიროვნებაზე იყო შექმნილი.

3. ფილ ანსელმოს ხმა სიმღერის დასაწყისში არის უფრო რბილი, ვიდრე ჯგუფის მიერ შექმნილ სხვა ყველა სიმღერაში ალბომიდან.

4. სიმღერას დასაწყისით, მიმდინარეობით და ვოკალით უკავშირებენ ჯგუფის კიდევ ერთ ბალადას Cemetery Gates.

5. Hollow ‘პანტერას’ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერად ითვლება, ის ალბომიდან მესამე სინგლად გამოიცა, თუმცა ჩარტებში საერთოდ ვერ მოხვდა.

6. სინგლში შესულია ორი ტრეკი, “Hollow” (single edit) და “Hollow” (LP version).

7. სიმღერის პოპულარობა დაიმბეგ დარელის გარდაცვალების შემდეგ ორმაგად გაიზარდა, რისი განმაპირობებელიც სიმღერის ტექსტი და ის განწყობაა, რასაც დაიმბეგის სოლო ქმნის.

8. ‘პანტერას’ დაშლის შემდეგ ‘Hollow’ არის ყველაზე გაყიდვადი სინგლი ჯგუფის შემოქმედებაში. მიზეზი კი დაიმბეგ დარელის მალევე სიკვდილია.

9. ჯგუფის ყველა წევრი თავს არიდებს ამ სიმღერაზე საუბარს, განსხვავებით სხვა სიმღერებისგან. ანსელმომ ერთხელ აღნიშნა, რომ სიმღერა ყველაზე პირადულია ჯგუფის შემოქმედებაში და არ აპირებენ მასზე საუბარს. სწორედ მაშინ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სიმღერა რეალურ პერსონაზე იყო დაწერილი.

10. სიმღერას ხშირად ადარებენ ‘მეტალიკას’ ლეგენდარულ სიმღერას fade to black, რომელიც 8 წლით ადრე დაიწერა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours