maxresdefault

10 ფაქტი სიმღერაზე: Free bird

გრძელდება ჩვენი რუბრიკა “10 ფაქტი სიმღერაზე”. ამჯერად ჩვენ შემოგთავაზებთ 10 ფაქტი სიმღერაზე – Free bird, რომლის ავტორია ჯგუფი lynyrd skynyrd.

1. ჯგუფი თითქმის ყოველთვის ამ სიმღერით ამთავრებს კონცერტს, დაშლის წინაც სწორედ ეს სიმღერა დაუკრეს ბოლოს 1977 წელს.

2. ჯგუფის სოლისტმა ჯონი ვან ზანტმა განაცხადა, რომ ერთმა ფანმა უთხრა, რომ დაკრძალვა ამ სიმღერის ფონზე სურდა.

3. ჯონი ვან ზანტი აცხადებს, რომ ეს არის ბედნიერი სასიყვარულო სიმღერა და არ ესმის რატომ ითვლება ასეთ სენტიმენტალურად, თუმცა არ გამორიცხავს რომ ეს სწორედ სიყვარულის ბრალი იყოს.

4. ეს სიმღერა ბოლო სოლოს გარეშე ბალადა იქნებოდა. თავდაპირველ ვერსიაში 1972 წელს ბოლო გიტარის სოლო არ იყო, თუმცა ჯგუფის გიტარისტმა კოლინსმა თითქმის ორი წელი იმუშავა ამ სიმღერისთვის ფინალური გიტარის სოლოს დასაწერად და საბოლოო სახით სიმღერა 1973 წელს წარდგა მსმენელის წინაშე.

5. ტექსტი არის იმ კაცის შესახებ, რომელიც უხსნის ქალს თუ რატომ არ შეუძლიათ სამუდამოდ ერთად იცხოვრონ და უერთგულონ ერთმანეთს.

6. სიმღერის ტექსტში არის ფრაზა “თუ მე აქაურობას დავტოვებ ხვალ, კვლავ გემახსოვრები?”. ეს სიტყვები კოლინსს თავისმა მეგობარმა გოგონამ, კეტიმ უთხრა ჩხუბის დროს.

7. მას შემდეგ, რაც ჯგუფის ვოკალისტი რონი ვან ზანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მისი ადგილი მისმა ძმამ ჯონი ვან ზანტმა დაიკავა. გარკვეული პერიოდი სიმღერა მხოლოდ ინსტრუმენტალურად სრულდებოდა კონცერტებზე და მაყურებელი მღეროდა. ჯონის თქმით მას არ შეეძლო ეს სიმღერა რონის ნაცვლად ემღერა.

8. ხმის ჩამწერ სტუდიას არ უნდოდა ამ სიმღერის ალბომში შეტანა, რადგან მეტისმეტად დიდად მიაჩნდათ იმისთვის, რომ რადიოში გაეშვათ. როგორც ჯგუფის წევრები აღიარებენ, მათ მაინც გამოუშვეს ეს სიმღერა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდნენ რომ ჰიტი გახდებოდა.

9. სიმღერა გამოყენებულია ვიდეო-თამაშში Guitar Hero II.

10. სიმღერა გამოშვებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ გამოიცა სინგლად, იმ დროისთვის ჯგუფს უკვე შემდეგი ალბომი ჰქონდა გამოშვებული. 1991 წელს გამოვიდა დემო ვერსიაც.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours