lita-ford-ozzy-osbourne-close-my-eyes-forever-12-pic-disc-322-MPE3499533935_122012-O

10 ფაქტი სიმღერაზე: close my eyes forever

ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას “10 ფაქტი სიმღერაზე”. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი იქნება ლიტა ფორდის და ოზი ოსბორნის “close my eyes forever”.

1. სიმღერის ტექსტი და მუსიკა, როგორც ოზი ოსბორნის ასევე ლიტა ფორდის დაწერილია.

2. ლიტა ფორდი ოზის ჯგუფის black sabbath_ის გიტარისტზე, ტონი აიომზე იყო დანიშნული.

3. ჯგუფის the runaways_ის მენეჯერი ოზის მეუღლე შერონი გახლდათ. ერთხელ მათ სტუდიას ოზი ეწვია, პატარა სუფრა გაშალეს და მოილხინეს, რის შემდეგაც ოზიმ და ლიტამ ერთად დაუკრეს. ასე გაიცნეს მათ ერთმანეთი.

4. გაცნობიდან მეორე დღეს ოზი და ლიტა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და დუეტის ჩაწერა გადაწყვიტეს.

5. ეს იყო პირველი სინგლი ოზის სოლო კარიერაში, რომელიც ტოპ 10-ში მოხვდა. ადრე მეოთხე პოზიცია ჰქონდა დაკავებული black sabbath-ის paranoid_ს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოზის ფანებს სინგლების ყიდვას ალბომების ყიდვა ურჩევნიათ.

6. ოზი ოსბორნი ხუთმა მუსიკალურმა გამოცემამ დაასახელა წლის საუკეთესო ვოკალისტად.

7. სიმღერა ლიტა ფორდის ალბომში “LITA” შევიდა.

8. ფორდის დრამერმა რენდი კასტილომ 1985 წელს ლიტას ბენდი დატოვა და ოზის ბენდს შეუერთდა.

9. სიმღერის დაწერისას ორივე მთვრალი იყო.

10. დუეტს კლიპის ჩაწერა MTV_მ შესთავაზა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ სიმღერა გაჰიტდებოდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours