amazingpudding-jethrotul-aqualung-650

10 ფაქტი სიმღერაზე – Aqualung

გრძელდება ჩვენი რუბრიკა “10 ფაქტი სიმღერაზე”. ამჯერად ჩვენ შემოგთავაზებთ 10 ფაქტს ‘ჯეთრო ტალის’ ლეგენდარულ სიმღერაზე – AQUALUNG.

1. სიმღერის დაწერა იენ ანდერსონს მეუღლის, ჯეინის გადაღებულმა ფოტომ შთააგონა, სადაც უსახლკარო მაწანწალა იყო გამოსახული.

2. ჯეინმა სიმღერის ტექსტის დაწერაშიც მიიღო მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, ამ სიმღერის სიდიადე ნახევრად მისი დამსახურებაა. ის და იენი 1974 წელს განქორწინდნენ.

3. მიუხედავად იმისა, რომ Aqualung ყველაზე პოპულარული სიმღერაა ჯგუფის შემოქმედებაში, ის სინგლად არ გამოცემულა. იენის თქმით, სიმღერა იყო საკმაოდ ხანგრძლივი და ეპიზოდური, რაც მისი აზრით სინგლს გაყიდვადს არ გახდიდა.

4. ანდერსონმა სიმღერას ეს სახელი იმიტომ შეურჩია, რომ უსახლკარო ადამიანს ჰაერის უკმარისობა ჰქონდა.

5. აკვალანგის პერსონაჟი ჯგუფის კიდევ ერთ სიმღერაში Cross-Eyed Mary გამოჩნდა.

6. ალბომის სხვა სიმღერების მსგავსად, ეს სიმღერაც ცივი დასასრულით გამოირჩევა, ანდერსონის თქმით, მას გაითვალისწინა, რომ ეს სიმღერა კონცერტებზე უნდა დაეკრა, სადაც ასეთი დასასრული უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

7. აღნიშნული სიმღერა შეტანილია ცნობილ თამაშში Rock Band 2.

8. მარტინ ბარის სოლო ჟურნალ “გიტარის მსოფლიოს” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში შევიდა 100 საუკეთესო გიტარის სოლოში, დაიკავა რა 25-ე ადგილი.

9. ფილმში “Anchorman” ერთ-ერთ სცენაში უილ ფერელი ფლეიტაზე სიმღერის რიფს უკრავს და ყვირის “Hey, Aqualung”.

10. “სოპრანოს კლანის” 70-ე ეპიზოდში (იცოცხლე თავისუფლად ან მოკვდი) ამ სიმღერას აბაზანიდან გამოსული ტონი სოპრანო ღიღინებს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours