Joe-Cocker

ჯო კოკერი სიმსივნით გარდაიცვალა

70 წლის ასაკში ავადმყოფობით გარდაიცვალა ბევრისათვის საყვარელი ინგლისელი მომღერალი ჯო კოკერი.

მისი გარდაცვალების მიზეზად ფილტვების სიმსივნე დასახელდა, რომელიც მას ბოლო პერიოდში გაუმწვავდა. ივნისის შემდეგ მომღერალს კონცერტი არ ჩაუტარებია.

ჯო კოკერის შემოქმედება ბლუზსა და როკს მოიცავდა. მის შემოქმედებაში გვხვდება ძალიან ბევრი გამორჩეულად შესრულებული ‘ქავერი’ და ორიგინალური სიმღერა.

მომღერალი გამოირჩეოდა უნიკალური ვოკალით, რამაც მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. მან გრემიც მოიპოვა 1983 წელს.

შეგახსენებთ, რომ ჯო კოკერი 2007 წელს თბილისშიც იმყოფებოდა. 20 ივნისს მან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტიც გამართა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours