MSDLEIT EC003

ჯონ ლენონის მკვლელს უარი ეთქვა შეწყალებაზე

დევიდ ჩაპმანს უარი ეთქვა შეწყალებაზე, ასე რომ, მინიმუმ 2 წელს ის კვლავ ციხეში გაატარებს. ორი წლის შემდეგ მას შეუძლია კიდევ ერთხელ მოითხოვოს ვადაზე ადრე გათავისუფლება.
უარის მიზეზად კომისიის წევრებმა დაასახელეს ის ფაქტი, რომ ჩაპმანი არ არის მზად დაუბრუნდეს საზოგადოებას, ის ჯერ კიდევ საშიშია გარშემომყოფებისთვის.

ჩაპმანი ციხეში 1980 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ზის, მას უკვე 59 წელი შეუსრულდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours