Jeremy-Clarkson-014

ჯერემი კლარკსონი ტოპ გირს დაუბრუნდება

ყველაზე პოპულარული ავტო გადაცემა ეთერს კვლავ ჯერემი კლარკსონით დაუბრუნდება, მიუხედავად სკანდალისა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა.

ახლა კი რა მოხდა. შოუს პოპულარული წამყვანი ჯერემი კლარკსონი რასისტულ სკანდალში გაეხვა. ეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერისას, სიუჟეტის თანახმად მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ორ ავტომობილს შორის, არჩევანის გაკეთებისას მან ცნობილი ბრიტანული გათვლა გამოიყენა, სადაც სიტყვა “ნიგერი” ფიგურირებდა, სწორედ ეს გახდა არნახული სკანდალის მიზეზი, იმდენად რეზონანსულის, რომ ამაზე კომენტარი თავად ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმაც კი გააკეთა. პრესაში აქტიურად საუბრობდნენ ჯერ ჯერემის გადაცემიდან გაშვებაზე, შემდეგ კი საერთოდ, გადაცემის დახურვაზეც კი. თუმცა საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა. გადაცემაც და წამყვანიც ეთერს დაუბრუნდებიან.

უკანასკნელ ინტერვიუში მან ჩვეული იუმორით უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას: “დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მოვახერხებ, თუ ველური ძაღლების ხროვა პირდაპირ გადასაღებ მოედანზე შემჭამს”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours