4066

ჯეკ ბლექი: დიო ჰევი მეტალის პავაროტი იყო

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ჯეკ ბლექის სოლისტობით ჯგუფმა tenacious D_მ გრემი მიიღო, რაც მუსიკალური ჟურნალების მთავარი განხილვის საგანი გახდა

როგორც იცით, ჯგუფმა გრემი წლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო მეტალში სიმღერისთვის the last in line, რომელიც DIO_ს ცნობილი სიმღერის ქავერ ვერსია გახლდათ. მუსიკალური ჯილდო ჯეკ ბლექმა რონი ჯეიმზ დიოს მიუძღვნა.

“ეს გრემი ეძღვნება რონი ჯეიმზ დიოს. ჩვენ გვეამაყება, რომ ვიცნობდით მას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მის გენიალურობაში. დიო იყო მასწავლებელი. ის იყო ჰევი მეტალის პავაროტი, ის იყო ერთ-ერთი უმაგრესი ბიჭი, ვისთან შეხვედრის პატივიც მხვდა წილად. ვერავინ შეეხება მის ბრწყინვალებას სცენაზეც და მის გარეთაც.” – განაცხადა ჯეკ ბლექმა.

შეგახსენებთ, რომ გრემისთვის ბრძოლაში მათ ისეთი ჯგუფები დაამარცხეს, როგორებიცაა: Motörhead, slipknot, Anthrax და Mastodon.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours