jethro_tull_on_stage__taormina_2009__by_rebelblues-d5ryvqb

ჯეთრო ტალის სტამბოლის კონცერტი გადაიდო

პროგრესული როკის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ჯეთრო ტალს 5 თებერვალს თურქეთის ქალაქ სტამბოლში კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გადაიდო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯგუფის ფიციალური ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს. ჯგუფი ბოდიშს უხდის, მათ ვინც ბილეთები შეიძინა და გაურკვეველ ვადაში კონცერტის აღდგენას ჰპირდება.

“სტამბულის შოუ თურქეთში მსგავსად იანვრის სხვა კონცერტებისა არ შედგება. იმედი გვაქვს აღნიშნულ კონცერტს მალე გავმართავთ. ბოდიშს ვუხდით ყველა ბილეთების მყიდველს.” – აცხადებს ჯგუფი.

ჯგუფს თებერვალში კიდევ ერთი კონცერტი უწევს, 16 თებერვალს ბრაზილიაში. ჩატარდება თუ არა სამხრეთ ამერიკაში ჯგუფის კონცერტი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია რა გახდა სტამბოლის კონცერტის გადადების მიზეზი.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours