sadist_tbilisi

ჯგუფი “Sadist” თბილისში დაუკრავს

იტალიური დეზ მეტალ ჯგუფი “Sadist” თბილისში 4 ივნისს გამართულ ფესტივალზე დაუკრავს. “Sadist” არ არის ერთადერთი ჯგუფი, რომლის თბილისში ჩამოსვლაც დადასტურდა.

“Sadist”-თან ერთად დაუკრავს პოლონური ჯგუფი Thy Disease . ისინი თბილისს აღმოსავლეთ ევროპის ტურნეს ფარგლებში ეწვევიან. აღნიშნული ჯგუფები სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაუკრავენ 21 ქალაქში. ისინი ტურნეს ფარგლებში დაუკრავენ რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში და საქართველოში.

“Sadist” 1991 წელს იტალიის ქალაქ გენუაში ჩამოყალიბებული პროგრესული დეზ მეტალ ჯგუფია, რომელიც 2000 წელს დაიშალა, თუმცა 2005 წელს გაერთიანდა.

“Thy Disease” პოლონური ჯგუფია ინდუსტრიალ გრუვ მეტალის ჟანრში (ამჟამად), რომელიც 1999 წელს დაარსდა. ჯგუფის შემადგენლობა 2011 წელს შეიცვალა, რასაც ფანების ძალიან დიდი ნაწილის უკმაყოფილება  მოჰყვა.

“Metal Rage 2016” 4 ივნისს დაანონსებული ფესტივალია, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ “Locomotive Promotion”. მათ ფესტივალის შემადგენლობა ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ჯგუფების სოციალურ გვერდზე გავრცელდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours