11665778_1666464123573371_43541236150404175_n

ცა მეტია, ვიდრე 13

15 ივლისს, 21 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, საქველმოქმედო საერთაშორისო სოლიდარობის აქცია სახელწოდებით – „ცა მეტია, ვიდრე 13“, გაიმართება.

აქციის საინიციატივო ჯგუფს – ნიკოლოზ შენგელაია, დავით საყვარელიძე, დავით ევგენიძე, გიორგი ხუციშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი გოგია და გიორგი კვაბზირიძე წარმოადგენს. მისი მიზანია საზოგადოების ყველა სეგმენტისა და სტრუქტურის გაერთიანება და გააქტიურება სტიქიის მიერ დაზარალებულთა დასახმარებლად.

აქციის ფარგლებში როკ და პოპ კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 24 ცნობილი, წარმატებული ქართული ბენდი მიიღებს. აგრეთვე ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Uriah Heep -ის დამფუძნებელი და მთავარი კომპოზიტორი კენ ჰენსლი, რომელიც ქართველ მუსიკოსებთან ერთად Uriah Heep -ის რამოდენიმე ცნობილ ჰიტს შეასრულებს.

ხელოვნების საერთაშორისო სოლიდარობის აქცია, ტელეკომპანია“იმედის“ პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული, მარათონის მსვლელობისას ჩაირთვება მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი, რომლის საშუალებითაც თითოეულ მოქალქესა თუ კერძო სტრუქტურას, კეთილი ნების შესაბამისად, საშუალება ექნება დააფიქსიროს სოლიდარობა სტიქიით დაზარალებულთა მიმართ, მითითებულ ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით. სატელევიზიო სიგნალს ყველა ქართული მაუწყებელი მიიღებს და გარკვეულ საეთერო დროს დაუთმობს მას.

ბილეთის ფასი – 10 ლარი
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სპორტის სასახლის სალაროში
და biletebi.ge-ზე https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&EventID=275638

კონცერტის მონაწილეები:

KEN HENSLEY of URIAH HEEP

სუხიშვილები

LOUDspeakers

ელენე კალანდაძე და ბენდი

VANILLA CAGE

ახმეტელის ბენდი

BLUES FACTOR

ბაკურ ბურდული

INNER HISS

ვაკის პარკი

THE JET BIRD

ფრანი

SHELBY

ნიკა კაჩაროვი

THE PULSE

რობი კუხიანიძე

SKYPOOL

სინათლის წელიწადი

THE BEARFOX

ნატალია ქუთათელაძე

SOPHIE VILLY

FRIENDLY MOSQUITO

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours