tbilisi_open_air1

ქართული ჯგუფების პროტესტი Tbilisi Open Air-ს

რამდენიმე ქართულმა ჯგუფმა AlterVision Group მათ მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქართული ჯგუფები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

Young Georgian Lolitaz

“ქართველი მუსკოსების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების გამო YGL აღარ ვუკრავთ Tbilisi open-ზე.
არ გვინდა დროის ნაკლებობის და გაუმართაობის გამო უხარისხო სეტი მოვასმენონოთ ჩვენ მსმენელს.
სოლიდარობა ყველა ქართულ ბენდს!”

Backwarmer

“დღეს Backwarmer არ დაუკრავს Tbilisi Open Air -ზე. ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც დღეს Lisi Wonderland-ზე Backwarmer-ის მოსასმენად ემზადებოდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მსმენელს გადავცეთ ჩვენი შემოქმედება ხარისხიანი ფორმით, შესაბამისად, როდესაც არ გვაქვს იმის გარანტი, რომ პერფორმანსი იქნება ტექნიკურად გამართული და კარგი, ვამჯობინებთ, საერთოდ არ ავიდეთ სცენაზე. საუნდჩეკი არ არის ფუფუნება, არამედ კარგი ლაივ საუნდის აუცილებელი წინაპირობა. ქართველი მსმენელი და შემსრულებელი მეტს იმსახურებს.
მადლობა Alter Vision Group-ს ფესტივალზე მიწვევისთვის. იმედი გვაქვს, სამომავლოდ უკეთ ვითანამშრომლებთ.”

Kung Fu Junkie

სალამ Junkie Nation!
ჯერ პირველ რიგში მართლა დიდი მადლობა ოფენ ეარს იმისთვის, რომ ცდილობენ მართლა კარგი ფესტი გააკეთონ, მეორე მადლობა მოწვევისთვის და ცალკე გრინჩის სთეიჯის არსებობისთვის,<33 მაგრამ სამწუხაროდ ქართული ბენდების მიმართ ძალიან არასწორი და უთანასწორო დამოკიდებულება აქვს ფესტს.
შესაბამისად დღეს KFJ აღარ დაუკრავს.
დიდი ბოდიში ყველა მსმენელს, ვინც ჩვენს გამო ბილეთი იყიდა და მოსასმენად მოვიდა გუშინ, ან აპირებს დღეს.
აუცილებლად ვიზამთ ახლო მომავალში თრიბუთს და შევეცდებით დასწრება უფასო იყოს.
სოლიდარობა ყველა ქართულ ბენდს!
One Luv

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours