728f1a99532e

ფილ რადს კრის სლეიდი შეცვლის ?

გრემის რიგით 57-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც ლეგენდარული ავსტრალიური ჯგუფი AC/DC დაუკრავს, ჯგუფის დრამერი ფილ რადი შესაძლოა კრის სლეიდმა შეცვალოს.

ფილ რადი, რომელიც ორი ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, გრემის დაჯილდოებაზე ვერ დაუკრავს იმის გამო, რომ მისი პროცესი 10 თებერვალს გაიმართება, მანამ კი ახალი ზელანდიიდან გასვლა ეკრძალება.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრემის დაჯილდოებაზე ფილ რადს ჯგუფის ყოფილი დრამერი კრის სლეიდი ჩაანაცვლებს. შესაძლოა მან არამარტო ერთი კონცერტისთვის, არამედ საბოლოოდ ჩაანაცვლოს ფილ რადი, რადგან ამ უკანასკნელის მიმართ არც სასამართლო და არც ჯგუფის წევრები კარგად არ არიან განწყობილნი.

შეგახსენებთ, რომ კრის სლეიდი ჯგუფში 1989-1994 წლებში უკრავდა. მის დროს ჩაიწერა ალბომი “The Razors Edge” და ჯგუფის ყველაზე პოპულარული ჰიტი “Thunderstruck”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours