Phil Rudd

ფილ რადი პატიმრობის დროსაც დანაშაულს ჩადის

ფილ რადს სასამართლომ ახალი ბრალი წაუყენა, როდესაც ის უკვე სასჯელს იხდიდა.

როგორც იცით, ფილ რადი ორი ადამიანის მკვლელობის შეკვეთის მცდელობასა და ფსიქოტროპული აბების მიღებაში იყო ბრალდებული. მას სასამართლომ სასჯელად შინა პატიმრობა მიუსაჯა.

ფილ რადი პოლიციამ სახლშიც დააკავა, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მან ჭარბი ოდენობის ალკოჰოლი და ფსიქოტროპული აბები მიიღო. ის პოლიციამ თავდებით გაათავისუფლა.

ფილ რადის ამგვარი საქციელი რეპუტაციას ულახავს ლეგენდარულ AC-DC_ს, რომლის წევრებიც უკვე დიდი ხანია ფილ რადის ამბებზე კომენტარს არ აკეთებენ. ფილ რადის თემაზე სოციალურ ქსელში ბევრი ხუმრობა გავრცელდა, გთავაზობთ ერთ-ერთს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours