Phil Rudd

ფილ რადი ადვოკატმა მიატოვა, პროცესი გადაიდო

ლეგენდარული ავსტრალიური როკ-ჯგუფის „Ac/Dc_ს დრამერის, ფილ რადის დაცვაზე ადვოკატმა უარი განაცხადა, რის შედეგადაც საქმის განხილვა გადაიდო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გარემოებების გამო განაცხადა პოლ მეიბეიმ ფილ რადის დაცვაზე უარი, თუმცა ფაქტია, მუსიკოსს ახალი ადვოკატი ჰყავს, რომელმაც სასამართლო განხილვის 10 თებრვლიდან 10 აპრილამდე გადადება მოითხოვა, სასამართლომ ეს შუამდგმომლობა დააკმაყოფილა.

“ეს არის პროფესიონალური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ.” – აცხადებს მისი ახალი ადვოკატი კრეიგ ტაკი.

შეგახსენებთ, რომ ფილ რადი რამდენიმე თვის წინ სცნეს ბრალდებულად ორი ადამიანის მკვლელობის შეკვეთის მცდელობისთვის,მარიხუანის და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვისთვის.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours