brad-pitt-tom-hanks-edward-norton-hbo

ტომ ჰენკსი, ედვარდ ნორტონი და ბრედ პიტი მინისერიების გადაღებას იწყებენ

Lewis and Clark –  ასეთი იქნება იმ მინისერიების სახელწოდება, რომელიც HBO-ის ეთერში გავა. ექვსსაათიანი მინისერიების აღმასრულებელი პროდიუსერები ტომ ჰენკსი, ედვარდ ნორტონი და ბრედ პიტი არიან. სერიები დაფუძნებული იქნება სტივენ ემბროსის წიგნზე “შეუდრეკელი სიმამაცე”.

სერიების გადაღება ამ ზაფხულს დაიწყება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის გავა ისინი HBO-ის ეთერში. სერიებს რეჟისორობას ჯონ ქურანი გაუწევს.

Lewis and Clark მოგვითხრობს მდინარე მისისიპის დასავლეთით მდებარე ტომების შესახებ. სერიები მიყვება სამხედრო კორპუსის კაპიტნების მერივეზერ ლევისის და უილიამ კლარკის ექსპედიციას, რომლის მისიაცაა პრეზიდენტ თომას ჯეფერსონს გადასცეს გზავნილი სუვერენიტეტის შესახებ.

640

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours