tom waits 2005

ტომ უეიტსი 65 წლის გახდა

Tom_Waits__Sitting_On_Hood_BW_1217248150_crop_544x375ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი და მსახიობი – ლეგენდარული ტომ უეიტსი 65 წლის გახდა. მუსიკოსი განსაკუთრებული ვოკალით გამოირჩევა. კრიტიკოსმა დანიელ დურხჰოლცმა მისი ხმის დახასიათებისას ასეთი შედარება გამოიყენა: მისი ხმა ჟღერს როგორც ვისკით გაჟღენთილი, შემდეგ მეთუთუნესთან რადენიმე თვით ჩამოკიდებული და იქიდან გამოსულს მანქანაგადავლილი კაცის ხმა.

მუსიკალური მოღვაწეობა უეიტსმა  1972 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურია. მისი შემოქმედება რამდენიმე ჟანრს მოიცავს: როკი, ჯაზი, ბლუზი, ფოლკი და ექსპერიმენტული მუსიკა. უკრავს გიტარაზე, ფორტეპიანოზე და ორღანზე.

მას შემდეგ, რაც მისი მუსიკა კულტად იქცა, უეიტსი არაერთი ფილმისა და სპექტაკლის მუსიკის ავტორად მოგვევლინა. მოგვიანებით კი რამდენიმე ფილმში თავადაც ითამაშა. (“მეფე მეთევზე” 1991 წელი, “დოქტორ პარნასის წარმოსახვა” 2009 წელი)

ტომ უეტსის დისკოგრაფია ამ ეტაპზე 24 ალბომს ითვლის. ბოლო მათგანი სახელწოდებით Bad as Me მუსიკოსმა 2011 წელს გამოუშვა.

 

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours