coreytaylorjoeyjordisonfaces_638

ტეილორი: The Negative One ჯორდისონს არ ეძღვნება

Slipknot-ის ვოკალისტმა კორი ტეილორმა უარყო, რომ სიმღერა The Negative One ჯოუი ჯორდისონის შესახებ არის დაწერილი.

სიმღერის გამოჩენისთანავე გავრცელდა აზრი, რომ სიმღერის ტექსტი ჯოუი ჯორდისონის შესახებ იყო, რომელიც ჯგუფიდან გაუშვეს. ამან კი ჯორდისონის ბევრი ფანი გააღიზიანა, თუმცა სიმღერას პოპულარობა შემატა.

“გასაგებია, ხალხს საითკენაც სურს ამ ტექსტის წაყვანა, თუმცა ეს ასე არ არის. სიმღერის ადრესატი მხოლოდ მე და ჩემი ნეგატივი ვართ.” – აცხადებს ტეილორი.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის დრამერმა ჯოუი ჯორდისონმა ბენდი 2013 წელს დატოვა და თავისი ბენდი Scar the Martyr ჩამოაყალიბა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours