ტაქსი

ჯგუფი ტაქსი დაარსდა ქალაქ თბილისში 1987 წელს. ეს იყო დადა დადიანის და ირაკლი ჩარკვიანის პირველი თანამშრომლობა. ჯგუფმა 1988 წელს მოახერხა თავისი პირველი და ერთადერთი სტუდიური ალბომის “ტაქსის” გამოშვება.

ჯგუფმა ასევე გამოუშვა ცოცხალი ალბომი 1992 წელს სახელწოდებით “LIVE IN KUTAISI”, რომელიც ჯგუფის მიერ ქუთაისში გამართულ კონცერტზე ჩაიწერა. ეს კონცერტი აქციის “როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ” ფარგლებში მოეწყო.

ჯგუფი დადა დადიანის ლონდონში წასვლის გამო დაიშალა. ჯგუფის წევრებმა სოლო კარიერა დაიწყეს.

ჟანრი: ინდი როკი.

ჯგუფის შემადგენლობა

დადა დადიანი – ვოკალი, ბას გიტარა;
კახა კიკაბიძე – გიტარა;
ირაკლი ჩარკვიანი – კლავიშები;
ბიჭიკო ოსიპოვი – დასარტყმელი საკრავები

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours