Pantera

სკანდალი ‘პანტერას’ გარშემო

ცნობილი ამერიკული მეტალ-ჯგუფი სრულიად უწყინრად სკანდალის ობიექტი გახდა.

საქმე ჯგუფის ონლაინ მაღაზიიდან ერთ-ერთი მაისურის წაშლას უკავშირდება, რომელიც 15$ ღირდა. როგორც იცით, ‘პანტერა’ ტექსასური ჯგუფია. იხილეთ მაისური.

ჯგუფის წევრების თქმით, მათ ეს მაისური იმიტომ წაშალეს, რომ ნაკლებად იყიდებოდა და არა სხვა მიზეზების გამო. მათ წარმოდგენაც არ ქონდათ, რომ ეს ქმედება ასეთ ამბავს გამოიწვევდა.

მართალია ეს ამბავი, სახელმწიფო დაწესებულებების თავზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშის სამხრეთის შტატების დროშით შეცვლას ვერ შეედრება, თუმცა აქტიური განხილვის ობიექტი გახდა.

მართალია ეს მაისური ჯგუფის ონლაინ-მაღაზიიდან წაიშალა, თუმცა ამ ამბის შემდეგ მისი ყიდვა ჯგუფის ფანებმა (და არამხოლოდ) სხვა ონლაინ მაღაზიებში აქტიურად დაიწყეს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours