11846523_10153616633532318_1024921386426985893_n

სენსაცია: Immortal არ დაშლილა !

ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ბლექ-მეტალ ჯგუფი Immortal, რომელიც წელიწადზე მეტია დაშლილად ითვლებოდა, არ დაშლილა და ახალ ალბომზე მუშაობს.

გთავაზობთ ჯგუფის ოფიციალურ განცხადებას.

“ჯგუფის ბასისტს დემონაზს და დრამერს ჰორგს ჯგუფის გიტარისტთან და ვოკალისტთან აბათთან თითქმის ერთწლიანი სასამართლო პროცესი ჰქონდათ. საქმე ის გახლავთ, რომ აბათმა მოითხოვა ჯგუფის სახელის რეგისტრაცია თავის სახელზე ისე, რომ ჯგუფის წევრებისთვის არ უკითხავს. მას სურდა მარეგისტრირებელი ორგანოს მოტყუებით, ჯგუფიდან ორი წევრი ჩამოეშორებინა.”

“საქმე სასამართლომდე მივიდა, სადაც აბათის (ოლვე ეიკემუ) მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ჯგუფი ისედაც აპირებდა დაშლას და სჯობდა მისი არსებობის შესანარჩუნებლად ის მის ახალ პროექტს დარქმეოდა, რომელიც ჯგუფის ისტორიის გაგრძელება იქნებოდა. თუცა, Immortal გზიდან არ გადაუხვევს.”

“საბოლოოდ პროცესი 2015 წლის 21 ივლისს დასრულდა, ეიკემუს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მან ბენდი დატოვა და ახალი ბენდი შექმნა.”

“Immortal არასოდეს გაჩერებულა და არც გაჩერდება. ჩვენ ველოდებოდით ხანგრძლივი სასამართლო პროცესის დასრულებას, რომ მედიისთვის ეს სიახლე გვემცნო. Immortal ბევრად მეტია, ვიდრე ბენდი და ბევრად მეტი, ვიდრე მუსიკის ფორმა. ერთი წევრის წასვლა ამას ვერ შეცვლის, არ არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რისიც გვჯერა და ‘ბლაშრიჰი’ კვლავ იცოცხლებს.

დემონაზმა და ჰორგმა ერთად უკვე დაწერეს რამდენიმე სიმღერა ახალი ალბომისთვის, ესენია: ‘Northern Chaos Gods’, ‘Called To Ice’, and ‘Blacker Of Worlds’. ჯგუფის ახალი წევრის და ალბომის გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაცია წლის ბოლომდე აუცილებლად გახდება ცნობილი.

მართალია, Immortal აბათის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯგუფის ყველა სიმღერის ტექსტის ავტორი დემონაზი გახლავთ.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours