maxresdefault

სასამართლომ ლედ ზეპელინის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო

სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი, რომელშიც როკ-მუსიკაში საუკეთესო კომპოზიციად აღიარებული სიმღერის ავთენტურობა არის დაყენებული.

ლედ ზეპელინს ჯგუფი Spirit ედავება. მათი აზრით სიმღერა მუსიკალურობის მხრივ აღებულია მათი ინსტრუმენტალური კომპოზიციიდან Taurus, რომელიც შესულია მათ სადებიუტო ალბომში 1968 წელს.

ეს თემა ათწლეულების განმავლობაში იყო აქტუალური და როგორც იქნა, საქმე სასამართლომდეც მივიდა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

გააზიარე პოსტი

5 comments

Add yours
  1. Meri Loris-Russo 8 მაისი, 2015 at 10:47 პასუხი

    სიმღერა იმიტომ იქმნება, რომ ის, ვისაც უნდა იმან იმღეროს. განსხვავება მათ შორის ის არის, თუ ვინ უფრო კარგად შეასრულებს მას. ყველაფერი ფულზე როგორ უნდა ააგო, არ მესმის

  2. Zurab Koroglishvili 8 მაისი, 2015 at 15:43 პასუხი

    ვისაც უნდა იმან იმღეროს <— აკრძალვაზე არაა საქმე. აქაა სიმღერის ავტორობის მითვისებაზე საუბარი. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ავტორობის მითვისება.
    ისე, როდესაც სიმღერა იქმნება, მსმენელამდე მის ხარისხიანად მოტანას ძალიან ხანგრძლივი შრომა სჭირდება. შრომას უნდა დრო. დრო ღირს ფული. მუსიკოსი საკუთარი ნაწარმოებიდან შემოსავალს უნდა ღებულობდეს. ჩვენ რომ ვმუშაობთ ხელფასს ხომ ვიღებთ? ხელოვანის შრომაც შრომაა და ფული ხელოვანსაც სჭირდება. როდესაც შენს შექმნილს იღებს სხვა და მასზე საკუთარ კარიერას აწყობს, შენ კი იძირები, ამ საქციელს სხვა სახელი აქვს.
    ეგრე არაა ვისაც რა უნდა და სადაც უნდა იქ იმღეროს…
    საერთოდ საქართველოში არანორმალური დამოკიდებულება გვაქვს ხელოვანი ხალხის მიმართ და შედეგიც სახეზეა. არსებობს ნიჭი, პოტენციალი და მკვდარია სფერო.

  3. Meri Loris-Russo 9 მაისი, 2015 at 04:56 პასუხი

    Zurab Koroglishvili ბატონო ზურაბ! თქვენს მოსაზრებებსაც ვეთანხმები. ძალიან ბევრ მუსიკაშია მოპარული ნოტები, ზოგი სიმღერა კი ისეთია, საერთოდ რომ არ გინდა მისი მოსმენა. ხო და,აი, ზუსტადაც ამისთანა სიმღერებზე მაგვს აქცენტი მიმართული. წივილს და კივილს თუ სიმღერას ეძახიან, მაშინ მართლაც კარგი სიმღერა რაღა არის? ამისთანა სიმღერების ავტორებმა მადლობა უნდა უთხრან მათ შემსრულებლებს, რომ მათ ნამღერსა და უნიჭო სიმღერებს ვიღაცა უსმენს

  4. Lado Kobakhidze 9 მაისი, 2015 at 11:37 პასუხი

    მოიცა ეგრე Am და C აკორდებს რო ვიყენებ სიმღერის დაწერისას ვინც პირველად იხმარა იმან უნდა მიჩივლოს? o.O იგივე აკორდებია გამოყენებული და თან ყველა არა

დატოვეთ კომენტარი