dzhin_simmons_2

“როკი მკვდარია, ის მოკლეს”

ნილ იანგი მღეროდა, რომ როკენროლი არასოდეს მოკვდებოდა, თუმცა ჯინ სიმონსის აზრით, ის უკვე მკვდარია. Kiss-ის ყოფილმა დრამერმა საინტერესო ინტერვიუ მისცა ჟურნალ Esquire-ს, სადაც დეტალურად ისაუბრა სიკვდილის მიზეზებზე. “როკი არ გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, ის მოკლეს”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ის არც მუსიკოსების ნიჭის ნაკლებობამ და არც მუსიკალური ჟანრების გაფართოებამ იმსხვერპლა, სიკვდილის მიზეზი ინტერნეტ რესურსებია, საიდანაც მუსიკის მოსმენა და გადმოწერაა შესაძლებელი.

“ახალ ჯგუფებს ფაქტობრივად არა აქვთ პერსპექტივა, გული მიკვდება, როცა მათზე ვფიქრობ. მათი შანსი მიაღწიონ წარმატებას ნულის ტოლია. მითუმეტეს, როცა უკრავ გიტარაზე, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია,” – განაცხადა მან და დასძინა: “გიტარაზე დაკვრის სწავლას ჯობია წახვიდე და “The X Factor”-ში იმღერო, არც ამ გადაცემას ვადანაშაულებ და არც პოპ მუსიკას. მიკვირს სად არის ახალი ბობ დილანი ან ახალი The Beatles? სად არიან მუსიკოსები, რომლებიც ნამდვილ მუსიკას ქმნიან. მათი დიდი ნაწილი იძულებულია კულისებში იმუშავოს და პოპ მუსიკოსებს ჰიტები შეუქმნას.”

ინტერვიუ საკმაოდ ვრცელი გამოვიდა. სიმონსი მუსიკის ოქროს ხანად 1950-1983 წლებს მიიჩნევს. შემდგომი პერიოდიდან კი მხოლოდ ორ ჯგუფს გამოარჩევს, ერთი ცხადია არის Nirvana, ხოლო მეორე, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, Tame Impala.

და ბოლოს, სიმონსმა კიდევ ერთხელ დაასახელა მკვლელის ვინაობა, ეს ინტერნეტია, რომელმაც გააუფასურა მუსიკოსის შრომა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours