RobHalford

რობ ჰალფორდი AC-DC_ს ვოკალისტად ?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ Judas Priest_ის ვოკალისტი რობ ჰალფორდი AC-DC_ს ვოკალისტს ბრაიან ჯონსონს შეცვლის.

ბრაინ ჯონსონის ჯანმრთელობის პრობლემების გამო ლეგენდარული ავსტრალიური ჯგუფის ტურნე შეწყდა. ექიმმა მას განუცხადა, რომ თუ ტურნეს გააგრძელებდა, დიდი შანსი იყო, რომ სმენა დაეკარგა. მისი მომავალი როგორი იქნება უცნობია, თუმცა ოფიციალურად დადასტურდა, რომ ის ტურნეს ვეღარ გააგრძელებს.

ჯგუფი არ აპირებს ტურნეს შეწყვეტას, ბრაიან ჯონსონს კი Judas Priest_ის ვოკალისტი რობ ჰალფორდი შეცვლის. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours