Robert Plant_0

რობერტ პლანტი საქართველოში იმღერებს

საქართველოს ლეგენდარული შემსრულებელი, რობერტ პლანტი ეწვევა. Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში, 19 ივლისს, Black Sea Arena-ზე Led Zeppelin-ის სოლისტი იმღერებს. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის დანარჩენი კონცერტები ბათუმში, ტრადიციულად, ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. წლევანდელ ფესტივალს რობერტ გლასპერი, ტეილორ მაქფერინი, ქრისტიან სკოტი, ტერას მარტინი და სხვა შემსრულებლები ეწვევიან.

შავი ზღვის ჯაფესიტვალზე ბილეთები რამდენიმე ეტაპად გაიყიდება. გაყიდვა 2 აპრილს, 09:00 საათზე დაიწყება. ბილეთების პირველი კალათის ფასი 60 ლარი იქნება. ბილეთების ფასი დროთა განმავლობაში აიწევს. ბილეთების შეძენას ონლაინ, Tkt.ge-ზე შეძლებთ.

შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზფესტივალი Check in Georgia 2018-ის ფარგლებში გაიმართება.

წყარო: on.ge

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours