screen-shot-2015-02-04-at-3-23-33-pm

‘რედიოჰედი’ ალბომზე მუშაობას მარტში გააგრძელებს

როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა, რედიოჰედმა თავისი ახალი ალბომი დააანონსა და მუშაობაც დაიწყო, საშობაოდ კი შეწყვიტა.

გუშინ ჯგუფის დრამერმა ფილ სელუეიმ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მუშაობას მარტში განაახლებენ.

“ჩვენ რასაკვირველია ვიმუშავეთ მთელი შემოდგომა და შემდეგ რამდენიმე კვირა, შობამდე. ჩვენ ახლა უბრალოდ დრო ავიღეთ სხვა პროექტებისთვის. ჯგუფი მუშაობის განახლებას გაზაფხულზე, მარტში გეგმავს და დავუბრუნდებით იმ ადგილს, სადაც მაშინ ვიყავით. მე მომწონს ის, რასაც ვაკეთებდით.” – აცხადებს სელუეი.

“ალბომი რასაკვირველია ჯერ დასრულებული არ არის, ჩვენ გზა უნდა ვიპოვით წინ წასასვლელად. დრო პროდუქტიულად უნდა გამოვიყენოთ.” – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ალბომი რიგით მეცხრე იქნება ჯგუფის დისკოგრაფიაში.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours