johanamonkidsinterview_638

რაში დაამყარებს მსოფლიო რეკორდს amon amarth_ის ვოკალისტი

გადაცემაში “Kids Interview Bands” ბავშვები ცნობილი ჯგუფების წევრებთან მიდიან და საკმაოდ საინტერესო კითხვებსაც უსვამენ.

ამჟამად ინტერვიუს ობიექტი ცნობილი შვედური ჯგუფის amon amarth_ის ვოკალისტი, იოჰან ჰეგი გახლდათ.

– როგორ ფიქრობთ რაში შეგიძლიათ მსოფლიო რეკორდის დამყარება ?

– ალბათ, დიდხანს ძილში. ჩემი ოჯახი მუდამ მსაყვედურობს, რომ ყოველთვის მძინავს. დიახ, მეტისმეტად დიდი ხანი ძილი ძალიან მიყვარს.

– როგორ ფიქრობთ როგორ დაგახასიათებენ მასწავლებლები, როგორც ბავშვს ?

– ზოგი ჩხუბისთავს მიწოდებს, ზოგი კარგ მოსწავლეს, ზოგი მშვიდ ბიჭსაც. გააჩნია რომელი საგნის და კლასის მასწავლებელს ჰკითხავთ. დამიჯერეთ, სხვადასხვანაირ პასუხებს მიიღებთ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა ბოლო ალბომი “Deceiver Of The Gods” გამოუშვა, რომელმაც საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნული ალბომი აშშ_ში პირველივე კვირას 17,000 ცალი გაიყიდა, ჩარტებში კი მე-19 ადგილზე მოახერხა გასვლა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours