Screen-Shot-2017-04-06-at-10.20.58-AM

პოლ ო’ნილი გარდაიცვალა

ცნობილი მუსიკოსი და პროდიუსერი, პოლ ო’ნილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს. პოლი ხანგრძლივი დროის მანძილზე ავადმყოფობდა. მისი გვამი სასტუმროს ნომერში რამდენიმე დღე იყო და მას შემდეგ იპოვნეს, რაც 911-ზე დარეკეს.

შეგახსენებთ, რომ პოლ ო’ნილი გახლავთ Trans-Siberian Orchestra-ს შემქმნელი, კომპოზიტორი და ტექსტების ავტორი, აგრეთვე ცნობილი ჯგუფის Savatage-ს გიტარისტი.

პოლ ო’ნილი ასევე თანამშრომლობდა ჯგუფებთან Aerosmith და Metal Church.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours